კავკასიელ მოღვაწეთა ლექსიკონი

რეიტინგი

5 / 5

ნახვა

3716

შეიძინე პაკეტი

7000-ზე მეტი წიგნი პაკეტში
ყველა პაკეტი

წიგნის შესახებ

წიგნის ფორმატი

ტექსტური

ანოტაცია

ისტორიული თუ მემუარული მასალების გაცნობისას ხშირად ისეთ სახელებს შეხვდებით, რომ მათი ვინაობის დადგენა გიჭირთ. თანამედროვე საცნობარო ლიტერატურაში კი არაფერია ნათქვამი ამ ადამიანების შესახებ. ასეთი ხარვეზის შესავსებად გამოდგება „კავკასიელ მოღვაწეთა ლექსიკონი“. მეცხრამეტე საუკუნეში შედგენილ და გამოცემულ „კავკასიელ მოღვაწეთა ლექსიკონში“ თითქმის ყველა ცნობილი პირის ბიოგრაფიაა შეტანილი, რომლებსაც კავკასიასთან შეხება ჰქონიათ. „კავკასიელ მოღვაწეთა ლექსიკონში“ გარდა იმისა, რომ ბიოგრაფიული მონაცემებია დაბეჭდილი, ამა თუ იმ გვარის წარმოშობის შესახებაც არის ინფორმაცია განთავსებული. უცნობია თუ ვინ გამოიკვლია გვარების წარმოშობა, მაგრამ ის, რომ მაშინ საზოგადოება ასეთი სახით ეცნობოდა წარმოდგენილი პირების ბიოგრაფიას-ნათელია. პირთა გვარები, მიუხედავად ეროვნებისა „ლექსიკონში“ ისეა გამოქვეყნებული, როგორც იმ დროს იწერებოდა. „კავკასიელ მოღვაწეთა ლექსიკონი“ მალხაზ კოხრეიძის მიერაა ქართულად თარგმნილი და რედაქტირებული. ის ორიგინალის ზუსტ ასლს არ წარმოადგენს და პირველად იბეჭდება ქართულად.

მეტის ნახვა

წიგნის მახასიათებლები

გამომცემლობამალხაზ კოხრეიძე
გამოცემის წელი2017

ხმოვანი წიგნები