მშვიდობით, გაბო და მერსედეს
რეიტინგი
5 / 5
ნახვა
233
ყველა პაკეტი
წიგნის შესახებ
ავტორი
როდრიგო გარსია
გამომცემლობა
ინტელექტი
წიგნის ფორმატი
ტექსტური
ანოტაცია
2014 წლის მარტში მეოცე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე სახელგანთქმული მწერლის, გაბრიელ გარსია მარკესის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდა. მისი ცოლი, მერსედეს ბარჩა უიმედოდ იყო განწყობილი. „არა მგონია, ამ სიტუაციიდან გამოვძვრეთო“, უთქვამს ვაჟისთვის, როდრიგოსთვის. როდრიგომ გადაწყვიტა, მამის უკანასკნელი დღეები ფურცლებზე გადაეტანა. ამდენად, წარმატების უმაღლეს მწვერვალს მიღწეული გენიოსი, მწერლიდან ლიტერატურული ნაწარმოების მთავარ პერსონაჟად გარდაქმნა. გაბო გარშემომყოფთაგან მიღებულ ალერსსა და ყურადღებას ისრუტავს და ამავდროულად დაკარგულ მოგონებებს ეჭიდება. მისი სარკასტული იუმორი დაბინდულ გონებასაც არ უშინდება. გაბრიელ გარსია მარკესს უკანასკნელ მოგზაურობაში გვერდიდან არ შორდება ქარიზმატული მერსედესი. მისი განუყრელი მეგზური, მუზა, რომელმაც დიდი გავლენა იქონია გაბოს ცხოვრებასა და შემოქმედებაზე.
მეტის ნახვა
კატეგორიები
წიგნის მახასიათებლები