ხშირად დასმული კითხვები

რას ნიშნავს ვიყო „საბას“ ბიბლიოთეკის გამომწერი?

„საბას“ ბიბლიოთეკის გამოწერით 7000-ზე მეტ წიგნზე, ანუ ყველა ელექტრონულ თუ ხმოვან წიგნზე ულიმიტო წვდომას იღებ. იმის მიუხედავად, თუ რომელი პაკეტით სარგებლობ, შეგიძლია შეუზღუდავად ჩაანაცვლო წიგნები და ფაქტობრივად 1 წიგნის ფასად მიიღო უდიდეს ბიბლიოთეკაზე წვდომა.
ასორტიმენტის გარდა, სარგებლობ უამრავი ფუნქციით, რომელიც შენზეა მორგებული და კითხვის პროცესს კიდევ უფრო სასიამოვნოს და კომფორტულს ხდის. „საბას“ აპლიკაცია უკვე აერთიანებს ათეულობით ინოვაციურ ფუნქციას, რომლის რიცხვი მუდმივად იზრდება.

როგორ ვისარგებლო 14 დღიანი უფასო წვდომით „საბას“ ბიბლიოთეკაზე?

„საბა“ ყველა მკითხველს აძლევს საშუალებას დატესტოს აპლიკაცია და გადაწყვიტოს, რამდენად უნდა ფასიანი პაკეტის მომხმარებელი გახდეს. სწორედ ამ მიზნით აპლიკაციის 14 დღიანი უფასო ვერსიით სარგებლობა ნებისმიერს შეუძლია.
2 კვირის განმავლობაში შენ გექნება წვდომა ყველა წიგნსა და ფუნქციაზე და, მხოლოდ საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით, შეძლებ გადაწყვიტო, გსურს თუ არა 2 კვირის შემდეგ ფასიანი პაკეტით სარგებლობა. შეგახსენებ, რომ 14 დღიანი უფასო ვერსიით სარგებლობას მხოლოდ ერთხელ შეძლებ და თუ კი არ გსურს ფასიანი პაკეტის გააქტიურება, 14 დღის გასვლამდე უნდა გააუქმო შესაბამის პაკეტზე გამოწერა.

რა განსხვავებაა „საბას“ პაკეტებს შორის?

„საბა“ ამ ეტაპზე 2 პაკეტს აერთიანებს:
„კლასიკი“ – 2 წიგნიანი პაკეტი
„პრემიუმი“ – 4 წიგნიანი პაკეტი
შეგიძლია თითოეული პაკეტი 1 თვის ან 1 წლის ვადით შეიძინო და 1 წლიან პაკეტებზე მიიღო 25%-იანი ფასდაკლება.
როგორც ალბათ უკვე იცი, 2, ან 4 წიგნი სულაც არ ნიშნავს, რომ ამ რაოდენობის წიგნების წაკითხვას შეძლებ აპლიკაციაში, ეს ციფრები ერთგვარი თავისუფალი ადგილების რაოდენობაა შენს თაროზე, რომელიც ნებისმიერ დროს შეგიძლია შენთვის სასურველი წიგნით შეავსო და შემდეგ შეუზღუდავად ჩაანაცვლო სხვა წიგნით.

რომელი მოწყობილობებიდან შემიძლია ვისარგებლო SABA Reader-ითა და ელექტრონული ბიბლიოთეკის გამოწერის სერვისით?

აპლიკაცია განკუთვნილია iOS და Android მოწყობილობებისთვის (შესაბამისად, აპლიკაციითა და ბიბლიოთეკის გამოწერის სერვისით ვებგვერდის / კომპიუტერის გამოყენებით ვერ ისარგებლებთ). SABA Reader-ით ვერ ისარგებლებთ kindle - ის მოწყობილობითაც.

როგორ იცავს „საბა“ მომხმარებელთა კონფიდენციალურობას?

saba.com.ge იცავს მყიდველის პირად ინფორმაციას და არ გადასცემს მესამე პირს მყიდველის თანხმობის გარეშე.

როგორ დავხურო პირადი ანგარიში (პროფილი)?

SABA Reader აპლიკაციიდან პირადი ანგარიშის (პროფილის) დასახურად ეწვიე პარამეტრების, ხოლო შემდეგ - პირადი ინფორმაციის განყოფილებას და დააწექი ანგარიშის წაშლას. ან დააფიქსირე წერილობითი მოთხოვნა [email protected]-ზე და ჩვენი გუნდი, პირადი ანგარიშის (პროფილის) დახურვაში დაგეხმარება.