დაბელი
რეიტინგი
5 / 5
ნახვა
1437
ყველა პაკეტი
წიგნის შესახებ
ავტორი
პაპა ხევისპირელი
გამომცემლობა
ბალა აბაზასძე
წიგნის ფორმატი
ტექსტური
ანოტაცია
დაბელი ბერი იგივე იოანეზოსიმეა. იოანე ზოსიმე ერისკაცობაში ივანე ჩორჩანელია. ძე ძველი მესხი თავადისა გიორგი ჩორჩანელისა, ძმისწული თორნიკე ერისთავისა, ჩამომავალი იოანე მთაწმინდელისა. ზოსიმე რუსთველის სახელია. იოვანე დაბელი მოწაფე ყოფილა წმინდა მამისა, სერაპიონ ზარზმელისა. ზარზმის ეკლესია აუგიათ დაბელის მამის მამულსა. თვითონ ვითა შეგირდი, ტაძრის დაწყებიდან დასრულებამდე მონაწილე ყოფილა აგებისა. შემდეგ მოძღვარის ანდერძით თვითონვე აუგია ასლი ატენის სიონისა. აუგია ოცზე მეტი ეკლესია, ორმოცამდე შეუკეთებია. იოვანე დაბელი ყოფილა მიმდევარი დიდი პეტრე იბერისა. მასვე შეუქმნია ახალი ქართული ანბანი, ახალი ქართული კალენდარი ქორონიკონი. დაბელის ანბანი 42 ნიშანი ყოფილა. მერე რუსთველს ხუთი ნიშანი ამოუღია. 22-ე ნიშანი ორია. (უ) და (ჳ). მეორე რუსთველის ხელი ყოფილა. მხედრული ანბანი 38 ნიშანი ყოფილა. ილია ჭავჭავაძის რეფორმას 5 ნიშანი ზედმეტად ჩაუთვლია. დარჩენილა 33. რიგით 22-ე ნიშანი ორი ქართული ქარაგმაა. იგივე ორი კალენდარია. ქორონიკონი (ლას) და მხედრული (დონ). იოვანე დაბელის ისტორია ბურუსით მოცულია. იდუმალებით მოცული ამბავი მდუმარე ბერისა. ამბავი უდიდესი მოღვაწისა. მეფე ვახტანგ გორგასალის იდუმალი ხელი პეტრე იბერი ყოფილა. დიდი დავითისა იოვანე დაბელი. დაბელი ყოფილა მცველი ქართველთა უდიდესი სიწმინდისა, მცველი თომა მოციქულის თავისა. მცველი მეფის საჭურჭლისა. თურმე იოანე შავთელი, შოთა რუსთველი თავს იოვანე დაბელის მიმდევრად თვლიდნენ. რუსთველს უპოვია ხელნაწერები დიდი მოღვაწისა. გადაუწერია. დაუცვია სახელი დიდი კაცისა, ქართველთა ზაქისა. ბაკურ დიდი, ფარსმან ქველი მეფე მირიანი, გორგასალი, აშოტ დიდი, აღმაშენებელი ქართველი ქურუმები ყოფილან. პეტრე იბერი, გრიგოლ ხანძთელი, იოანე მთაწმინდელი, პარეხელი, მოდრეკილი, ზარზმელი, დაბელი, შავთელი სკოლა იბერთა ქურუმებისა. ქართველთა ბოლო ქურუმი რუსთველი ყოფილა. იბერიელ ქურუმებს დაუცვიათ ცოდნა ზიქურათისა, ხეთთა ქურუმთა სახლისა. განსაცვიფრებელია მათი ცოდნა. დღევანდელი კალენდარის ძირი დაბელის ქორონიკონია. 124 წლიანი დიდი ციკლით. შემდეგ რუსთველმა(ტბელი) დააზუსტა მცირე ცდომილება. 24 სთ 124 წელიწადში. შექმნა ახალი ახალი კალენდარი 128 წლიანი ციკლით. 33 ნაკიანი წლით. თურმე პატარა ივანეს ბავშობაში შეუსწავლია სპარსული დამწერლობა, სპარსული პოეზია. თურმე მანამ ბერად აკურთხებდნენ წერდა ლექსებსა, იგავებსა. დაუწერია ძველი იბერიული ანდაზები, სიბრძნე ხალხისა. უთარგმნია და დაუწერია ბევრი საგალობელი. იოვანე დაბელს მიუგნია სამარხი პეტრე იბერისა. მონაწილე ყოფილა დიდი საეკლესიო რეფორმისა. დაბელის თხოვნით დაუწყია მეფე დავითს აგება სამი ქარაგმის სახლისა. ბაკურისა, იბერისა და ქართული ქარაგმის სახლისა, ვარძიისა. წიგნი ამბავთა კრებულია ქართული ქარაგმის საგანძურისა. ამბავი ხელია ქართველ ქურუმთა და მათივე მიმდევართა. დაუჯერებელია ამბავი მიწის მხატვრობისა. ბუნება ვითა ტილო ხელოვანისა. ბუნების მოხატვა ცოდნიათ ხეთებსა. ახალ სიმაღლეზე აუყვანიათ ქართველ ქურუმთა. თითხოს უზარმაზარი ზეციური ფუნჯი ეჭირა შემოქმედსა. მოუხატია, მთა, ბარი, ხევი , მდინარე, მდელო. წიგნში ამბებს დართული აქვს სურათები. ნიმუშები ბუნების მხატვრობისა. ხელია ქურუმთა. წიგნის ყდა სურათია მოხატული მთისა. ნახატი ქარაგმაა შემოქმედისა. კივილი ხარისა-სურათი მიჯაჭვული კაცია. კაცი ხარია ზაქისა, შეგირდი მოძღვარისა. სურათი ხვედრია კაცისა, კივილი ხარისა. პირდაპირ მხცოვანი მოძღვარი, მდუმარე ბერია. იცის ტვირთი კაცისა. იცის მძიმეა ჭაპანი ხარისა. უმძიმს ტანჯვა შეგირდისა, იცის ვერ დაარღვევს მდუმარებასა. მოძღვარის თავი დიდი ზაქია. მოძღვარი დაბელი ბერია. ხედავს ტანჯვასა თავისივე ხარისა. იცის აუტანელია ტკივილი კაცისათავისივე შეგირდისა. დიდია ტკივილი მოძღვარისა, ზაქის ხარისა. წამით დასძლევს სისუსტე ზაქსა, გაისმის ზმუილი ხარისა. ხარის წინ ზოსიმეს მოძღვარი, წმინდა მამა სერაპიონია. ხელები მიბჯენილი ხარის პირსა. ცდილობს გააჩუმოს თავისი შეგირდი. მამა სერაპიონს უკვირს. კიცხავს თავისი შეგირდის სისუსტესა. ზოსიმეს ხარის უკან ღია ფონი წმინდა მიქაელ პარეხელია. აფრთხილებს შეგირდსაგაკიცხე გაზრდილიო. მიჯაჭვული კაცი რუსთველია. უკან დიდი მხეციაკაცის თავსა ჩარჭობილი კბილი, თავის ნახევარი გოლიათის პირსაა. კაცს ხელს უპყრია პატარა, მემკვიდრე მოკლული შვილისა. პატარას ხელი დაბლა ჩამოვარდნია. წინ დიდი აფთარიაიგრძნო სუნი ხორცისა, სუნი მკვდარი ლეშისა. პატარას დაბლა, მუცელსა კაცისა, დიდი ლუსკუმა ხატია. ლუსკუმა მოკლული შვილია კაცისა. აფთარი ცდილობს ლუსკუმის გახსნასა. იგრძნო სუნი ლეშისა. ლეშის ალეგორია მკვდარი კაცის ხორცია. ლუსკუმა სახელია პაპისა. დაბლა პატარა მწვანე ფერის ტბაა. გარშემო ურჩხულნი ახვევია. ტბა პილატე პონტოელია, ჩავარდნილი ხევი ქვაბია. ლუსკუმა მუცელსა და პილატე ჯოჯოხეთსა ალეგორიაა აუტანელი ტკივილისა. კაცი უძლებს ტკივილსა, არ კარგავს სახეს კაცისა. უგვრძნია მოძღვარსა ტკივილი კაცისა. ცრემლი ბატკანია ხარის თვალსა. ხმა ზმუილია ხარისა. მოძღვარის თავსა ჩრდილია. ჩრდილი სისუსტისა. ხარის ზმუილმა დაატყო ლაქა მოძღვარის სახელსა. ხარი ხვედრია მდუმარე კაცისა. მიუსწრო ზარზმელმა შეგირდსა. ხელი შეაშველა ზაქსა. ზაქის უკან წმინდა მიქაელ პარეხელის სილუეტია. გაკიცხა თავისივე გაზრდილი. ბატკანი ხარის თვალსა. ზვარაკია ხალხისა. (თავკალვას მთა). ცოცხალი კაცი იტანს ჯოჯოხეთურ ტკივილსა. იცავს სახელსა მკვდარისა. სახელსა მისივე მოძღვარისა. მთა მთლიანად ცივი ფერია. ფერი სიცოცხლეა კაცისა. ცოცხალთა სიცივე სტანჯავს კაცსა. კაცმა ტკივილი გაანდო მკვდარსა. ალეგორია. ვერ იპოვა სანდო ცოცხალთა შორის. კაცის მუხლი ხახაა ამქვეყნიური ურჩხულისა. ურჩხულის თავიხაზია. გამყოფი მიწიერი და ზეციური სახლისა. მკრთალი თეთრი ხაზი ქედია მთისა. კაცი იცავს თავსა. უძლებს ამქვეყნიურ სატან-ჯველსა. თავისივე ხორცი, მუხლი შეაჩეჩა ურჩხულსა. ურჩხული ჭამს ხორცსა, ვერ სწვდება კაცის თავსა. ტანჯვა იგივე ჯვარცმაა კაცისა. ჯვარცმა ტკივილია ხორცისა. ხორცი გზაა სიცოცხლისა. ჯვარი ღვაწლია, იგივე ხელია მიწიერი ცხოვრე-ბისა. თავი სახელია კაცისაფასი ღვაწლისა. წმინდა მამანი გამყოფი ხაზის, იგივე მთის ქედის მაღლა არიან. ქარაგმა მათი ზეციური სამყოფელია. სურათი ჭიდილია ხორცისა. სატანჯველი განწმენდაა კაცის სული-სა. ჭიდილი გზაა ზეციური სახლისა. ბრძოლა დაცვაა სახელისა. მოწაფის სისუსტემ გააცივა ფერი მოძღვარისა, წმინდა მამისაზარ-ზმელისა. სახელი თაობათა ხიდია. მოძღვარი იცავს შეგირდის სოცოცხლესაშეგირდი იცავს სახელსა მოძღვარისა. წმინდა მიქაელ პარეხელის თავის ფერი თბილია. ალეგორია: შეგირდმა შეძლო დაცვა მოძღვარის სახელისა. ცოდნია ხარსა კაცისა, ზაქსა, დაბელსა მელიქსა, დაუხატია კალოთას თავსა. წიგნი ამბავთა კრებულია. ამბავი წმინდა მამათა. ამბავი კაცისა. სამი ქარაგმისა. ამბავი სამი აკლდამისა.
მეტის ნახვა
კატეგორიები
წიგნის მახასიათებლები