კობი ბრაიანტი

რეიტინგი

4 / 5

ნახვა

1375

შეიძინე პაკეტი

7500-ზე მეტი წიგნი პაკეტში
ყველა პაკეტი

წიგნის შესახებ

გამომცემლობა

არტანუჯი

წიგნის ფორმატი

ხმოვანი

ანოტაცია

ზაზა ფაჩულია: „16 სეზონის განმავლობაში მიწევდა კობი ბრაიანტის წინააღმდეგ თამაში. ბოლო წლებში მასთან პირადად მქონდა ურთიერთობა. 2015 წელს, როდესაც მან კარიერის დასრულება გადაწყვიტა, თამაშის შემდეგ რამდენიმე წუთი ვილაპარაკეთ. მთელი ცხოვრება ვნატრულობდი, რომ მისთვის მადლობა მეთქვა. მადლობა იმისთვის, რომ კალათბურთი ასე შემაყვარა, მეც და ძალიან ბევრ ადამიანს. ის იყო ყველაზე ძლიერი კალათბურთელი, ვის წინააღმდეგაც მითამაშია. ერთ-ერთი არა – ყველაზე ძლიერი იყო. მოედნის გარეთაც დიდი ადამიანი გახლდათ. კალათბურთელის გარდა კობი ბრაიანტი იყო მამა, მეუღლე, შვილი, მეგობარი. მას მერე, რაც კარიერა დაასრულა, თავის ოჯახთან იღებდა სიამოვნებას. დიდი სპორტი დიდ მსხვერპლს მოითხოვს: საკუთარ თავზე ხანგრძლივი მუშაობა გიწევს, არის თვეები, როცა უახლოეს ადამიანებს ვერ ხვდები, მხოლოდ ვარჯიშებსა და თამაშებზე ხარ გადართული. კობიმ ოჯახისთვის ბოლო წლებში მოიცალა, მაგრამ..." სწორედ 21-ე საუკუნის საუკეთესო კალათბურთელის ოჯახთან ურთიერთობას, თავდაუზოგავ შრომას, საოცარ მიღწევებს ეძღვნება თან საკითხავი „კობი ბრაიანტი, 81 ამბავი". თუ უკვე წაიკითხეთ, იოლად მიხვდებით, რატომ შევარჩიეთ მაინცდამაინც 81 ამბავი, თუ ჯერ არ წაგიკითხავთ, უკეთესი – სიამოვნება წინაა... შეადგინა ვაჟა სიმონიშვილმა.

მეტის ნახვა

წიგნის მახასიათებლები

ISBN1
გამომცემლობაარტანუჯი
გვერდები91
მთარგმნელიWavetech AI
გამოცემის წელი2020