მოტოციკლისტის დღიური
რეიტინგი
4.5 / 5
ნახვა
9959
ყველა პაკეტი
წიგნის შესახებ
ავტორი
ერნესტო ჩე გევარა
გამომცემლობა
დიოგენე
წიგნის ფორმატი
ტექსტური
ანოტაცია
1952 წელს ლექციებითა და გამოცდებით გაბეზრებული სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტი ერნესტო გევარა, მეგობარ ალბერტო გრანადოსთან ერთად ტოვებს ბუენოს აირესს და სამხრეთ ამერიკაში მოგზაურობას იწყებს. ”მოტოციკლისტის დღიური” სწორედ ამ მოგზაურობას აღწერს. ამ ჩანაწერების ავტორი 23 წლისაა. მისთვის ჯერ არ შეურქმევიათ მეტსახელი ”ჩე”, ჯერ კიდევ წინაა კუბის რევოლუცია და ფათერაკებით სავსე, ლეგენდარული ცხოვრება, რომლის გამოც ჩე გევარას მეოცე საუკუნის დონ კიხოტს უწოდებენ. ეს წიგნი მეოცნებე, სამყაროსა და საკუთარი თავის შეცნობის ჟინით შეპყრობილი ახალგაზრდა მოგზაურის დღიურია. 2004 წელს უოლტერ სალესმა ”მოტოციკლისტის დღიურის” მიხედვით ამავე სახელწოდების ცნობილი ფილმი გადაიღო.
მეტის ნახვა
კატეგორიები
წიგნის მახასიათებლები