კანვოი - რუსეთის იმპერატორთა ქართველი მცველები

რეიტინგი

5 / 5

ნახვა

3307

შეიძინე პაკეტი

7500-ზე მეტი წიგნი პაკეტში
ყველა პაკეტი

წიგნის შესახებ

წიგნის ფორმატი

ტექსტური

ანოტაცია

კანვოის – რჩეული მეომრებისაგან შემდგარ ქვეგანაყოფს განსაკუთრებული უფლებები ჰქონდა და მნიშვნელოვან როლს ასრულებდა რუსეთის საიმპერატორო სახლის მშვიდობიან ცხოვრებაში. მათი აღჭურვილობა, თავაწყვეტილი ჯირითი, საუკეთესო სამხედრო წვრთნა და აღკაზმულობა უელსისა და დანიის უფლისწულების, სპარსეთის შაჰის, ნასრ-ედ-დინის, გერმანიის იმპერატორისა და პრუსიის მეფის, ვილჰელმ I-ის აღფრთოვანებას იწვევდა. წიგნი დოკუმენტურ წყაროებზე დაყრდნობით მოგვითხრობს კანვოის ისტორიასა და კანვოელ ქართველ მეომრებზე, რომლებიც მსახურობდნენ საიმპერატორო კარზე 1811 წლიდან 1917 წლამდე, ანუ ნიკოლოზ II-ის გადადგომამდე. კანვოელთა სიაში ირიცხებოდნენ: სამეგრელოს დედოფლის, ეკატერინე ჭავჭავაძის ვაჟები – ნიკო და ანდრია დადიანები; გიორგი XII-ის შთამომავალი ალექსანდრე ამილახვარი; დავით (უჩა) დადიანი და სხვა დიდგვაროვანი ქართველები. ავტორი საინტერესოდ აღწერს ცხენზე მოჯირითე ქართველ კანვოელთა ისტორიებს; გვიამბობს, თუ რა პრივილეგიებით სარგებლობდნენ ისინი, რატომ ჰქონდათ განსაკუთრებული დამოკიდებულება იმპერატორთან ან რატომ ჩუქნიდნენ დედოფლები ხელმანდილებს.

მეტის ნახვა

წიგნის მახასიათებლები

ISBN9789941239427
გამომცემლობასულაკაურის გამომცემლობა
გვერდები120
გამოცემის წელი2018