ექსპერიმენტი - საქართველოს მივიწყებული რევოლუცია, 1918-1921
რეიტინგი
5 / 5
ნახვა
97
ყველა პაკეტი
ანოტაცია
თუ პირველ რესპუბლიკაზე მხოლოდ ერთი წიგნის წაკითხვის დრო (ან სურვილი) გაქვთ - ეს წიგნი უნდა წაიკითხოთ! ერიკ ლის წიგნი „ექსპერიმენტი, მივიწყებული ქართული რევოლუცია“ ეძღვნება 1918-1921 წლების საქართველოს პირველ რესპუბლიკას. ამ თემაზე დაწერილი სხვა წიგნებისაგან განსხვავებით, „ექსპერიმენტი“ განიხილავს საქართველოს, როგორ პირველ ქვეყანას მსოფლიოში, სადაც სოციალ-დემოკრატიული პარტია არჩევნების გზით მოვიდა ხელისუფლებაში და მიზნად ისახავს მკითხველს დაანახოს, თუ როგორი შეიძლებოდა ყოფილიყო სოციალ-დემოკრატიული სახელმწიფო, ბოლშევიკებს რომ არ გაენადგურებინათ. წიგნში მოცემულია პირველი რესპუბლიკის შექმნის კონტექსტი (პირველი მსოფლიო ომი, რუსეთის რევოლუცია) და ასევე განხილულია 1905 წლის გურიის რესპუბლიკა, როგორც 1918 წელს შექმნილი სახელმწიფოს წინამორბედი. ავტორი აღწერს იმ რეფორმებს, რომლის გატარებაც მოასწრო პირველმა რესპუბლიკამ არსებობის სამ წელიწადში (მაგ. აგრარული რეფორმა) და ასევე განიხილავს პროფესიონალური კავშირებისა და კოოპერატივების მდგომარეობას. ერთი თავი მთლიანად ეძღვნება მსოფლიოს სოციალ-დემოკრატიული მოძრაობის ლიდერების ვიზიტს საქართველოში 1920 წელს. ავტორისთვის ქართული სოციალ-დემოკრატია ევროპის ისტორიის შემადგენელი ნაწილია. ის მიიჩნევს და წიგნში ადასტურებს, რომ ქართული სოციალ-დემოკრატია ევროპული ფენომენი იყო და მაგალითიც კი, იმდროინდელი პოლიტიკური მოღვაწეებისათვის.
მეტის ნახვა
კატეგორიები
წიგნის მახასიათებლები