წმიდა ნინო
რეიტინგი
5 / 5
ნახვა
4327
ყველა პაკეტი
წიგნის შესახებ
ავტორი
რეზო ადამია
გამომცემლობა
ინტელექტი
წიგნის ფორმატი
ტექსტური
ანოტაცია
რეზო ადამიას რომანი „წმიდა ნინო“ მრავალმხრივაა საინტერესო. ნაწარმოები ერთი ამოსუნთქვით იკითხება, რაც განპირობებულია ავტორის მაღალი ნიჭიერებით და წერის ორიგინალური მანერით. ნებისმიერი მკითხველი წაკითხვისთანავე მიხვდება, რომ მისი ავტორი ჭეშმარიტი მხატვარია. ეს აშკარად ჩანს იმ პასაჟებსა და ცალკეული სახეების გადმოცემაში, რომელსაც ვხვდებით ამ საინტერესო ქმნილებაში. რომანში სხვადასხვა ლიტერატურული ხერხია ჩადებული და მის სიმბიოზს წარმოადგენს.რეზო ადამია საინტერესოდ გვიხასიათებს ეპოქასაც – IV საუკუნის საქართველოს, ნანა დედოფლისა და მირიან მეფის მოღვაწეობას, მათ როლს იბერიაში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების საქმეში. ნინოს ღვაწლით, დიდი მცდელობით, ნანა დედოფლის მხარში დგომით და ბოლოს მეფე მირიანის მიერ გადადგმულმა ნაბიჯებმა განწმინდა იბერიელთა საზოგადოება და იესო ქრისტეს მოძღვრებით სულიერად განახლდა არც ისე შორეულ წარსულში ჯოჯოხეთურად წარმართული მასები. რომანში აღწერილია წმიდა ნინოს საქმიანობა იბერიის დედაქალაქის – მცხეთის გარეთ, ხაზგასმულადაა წარმოდგენილი ბოდბეს პერიოდი. საგულისხმოა რომანის ავტორისეული დასკვნა, რომ მხოლოდ ტანჯვით იშვება დიადური და უმნიშვნელოვანესი – ქრისტიანული სარწმუნოება, ღვთიური სიწმინდის სიყვარული, მიტევება და სიკეთე, სათნოება, ურთიერთნდობა, ჭეშმარიტება და ზნეობრივი დახვეწილობა-სიწმინდე.
მეტის ნახვა
კატეგორიები
წიგნის მახასიათებლები