სიმბოლოები და ალეგორიები

რეიტინგი

4.9 / 5

ნახვა

12026

შეიძინე პაკეტი

7500-ზე მეტი წიგნი პაკეტში
ყველა პაკეტი

წიგნის შესახებ

გამომცემლობა

ქეთი ტოროტაძე

წიგნის ფორმატი

ტექსტური

ანოტაცია

წიგნი ლიტერატურული ხასიათის ესსეების კრებულს წარმოადგენს და ექვსი თავისგან შედგება. პირველ თავში "ერთი სიკვდილის სიმბოლოები" საუბარია სიმბოლოებსა და პარალელებზე გაბრიელ გარსია მარკესის ნოველაში "გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა". წაიკითხავთ იმის შესახებ, თუ ვისი სიმბოლოა სანტიაგო ნაზარი, უდანაშაულოს რომ ჰკლავენ, და რა სიმბოლოები და პარალელები მიანიშნებს ამაზე. მეორე თავი უმბერტო ეკოს ეძღვნება და მასში წაიკითხავთ ერთი ფაქტის შესახებ ეკოს რომანიდან "ვარდის სახელი", რომელიც ქართველი მკითხველისთვის მოულოდნელი და საინტერესო უნდა იყოს. ასევე გაიგებთ, თუ რატომ არის უმბერტო ეკო უკმაყოფილო განათლების არსებული სისტემით - ჩემი აზრით, ქართველი მკითხველისთვის ესეც არანაკლებ საინტერესოა. მესამე თავში საუბარია გიუნტერ გრასის რომანის "თუნუქის დოლი" ორ სრულიად განსხვავებულ თარგმანზე, რომელთა შედეგად გრასის რომანის ორ სრულიად სხვადასხვა ვერსიას ვიღებთ. ამ თავში წარმოდგენილია აგრეთვე ჩემი შენიშვნები ერთ ქართულ თარგმანთან დაკავშირებით. კრებულის მეოთხე თავში, რომლის სათაურია "სიყვარული, ქოლერა, ვიქტორ ჰიუგო და ოსკარ უაილდი" კვლავ ვუბრუნდები გაბრიელ გარსია მარკესს და მისი რომანის "სიყვარული ქოლერის დროს" მაგალითზე ვსაუბრობ მარკესის რეალიზმის ერთ თავისებურებაზე - ფიქტიური მაგიური რეალიზმისა და რეალური სინამდვილის - ორი სრულიად განსხვავებული სინამდვილის ჰარმონიულ თანაარსებობაზე ერთი ნაწარმოების მხატვრულ ქსოვილში. კრებულის მეხუთე თავი, სათაურად "ორუელი, ზიუსკინდი და გამსახურდია", წარმოგვიდგენს თემას, რომელზეც ბევრჯერ მიფიქრია, მაგრამ ერთი თავის ფარგლებში პირველად გავაერთიანე. როგორც სათაურიდანვე ჩანს, ამ თავში შევეხები სამ სხვადასხვა მწერალს - ინგლისელ ჯორჯ ორუელს, გერმანელ პატრიკ ზიუსკინდს და ქართველ კონსტანტინე გამსახურდიას, უფრო ზუსტად, ამ სამი მწერლის სამ ნაწარმოებს, რომელთაც ერთი საერთო რამ აერთიანებთ. იმაზე, თუ რა არის ეს საერთო, შესავალში არ დავწერ - დარჩეს გამოცანად. დაბოლოს, მეექვსე თავში "ჩემი გაყინული პატრიარქი" მკითხველი წაიკითხავს იმის შესახებ, თუ რატომ არ წარმოადგენს პოეტ რატი ამაღლობელის გახმაურებული ლექსი პატრიარქის შეურაცხყოფას. წიგნი განკუთვნილია ლიტერატურისა და ისტორიის მოყვარულთა ფართო წრისთვის და, ჩემი აზრით, საინტერესოა ლიტერატურისა და ისტორიის შემსწავლელი სტუდენტებისა და ლიტერატურათმცოდნეობის, ლიტერატურული კრიტიკის, თარგმანისა და ისტორიის სფეროს სპეციალისტებისთვისაც.

მეტის ნახვა

წიგნის მახასიათებლები

ISBN978-9941-8-2148-6
გამომცემლობაქეთი ტოროტაძე
გამოცემის წელი2016