მაფიის ისტორია
რეიტინგი
5 / 5
ნახვა
8613
ყველა პაკეტი
წიგნის შესახებ
ავტორი
ნაიჯელ ქოთორნი
გამომცემლობა
კლიო
წიგნის ფორმატი
ტექსტური
ანოტაცია
იტალიური კრიმინალური დაჯგუფებები, რომლებსაც კრებითი სახელით — „მაფია“ მოიხსენიებენ, XIX საუკუნის 60-იანი წლებისთვის, ტრადიციული ბანდიტიზმის ნიადაგზე აღმოცენდა და მთელი სიცილია მოიცვა. მისი გავლენა მალე გასცდა იტალიის ფარგლებს და XX საუკუნის დასაწყისში, ორგანიზაციის ათასობით წევრი, მეტწილად არალეგალურად, შეერთებულ შტატებში დამკვიდრდა. მალე მაფიის საცეცები ამერიკის ცხოვრების ყველა სფეროს მოედო... მაფიის წევრთა უმრავლესობა დაუნდობელი, ანტისოციალური ელემენტი და კრიმინალი იყო. მიუხედავად ამისა, მათი „ლამაზი“ ცხოვრების სტილი საზოგადოებისთვის ძალზე მიმზიდველი აღმოჩნდა — ათასობით კანონმორჩილი მოქალაქე დგებოდა რიგში ე.წ. განგსტერული ფილმების სანახავად, ხოლო ცნობილი პიროვნებები განგსტერების მხრიდან მის მიმართ გამოჩენილი ყურადღებით იწონებდნენ თავს. „მაფიის ისტორია“ ალ კაპონეს, ლაკი ლუჩიანოს, ბენჯამინ „ბაგსი“ სიგალის, ტომაზო ბუშეტას და სხვა ცნობილი „მაფიოზების“ ცხოვრებაზე, მათი ოჯახების, კოდექსის, დანაშაულებისა და მკვლელობების შესახებ მოგვითხრობს.
მეტის ნახვა
კატეგორიები
წიგნის მახასიათებლები