ამბავი მეფის სახლისა

რეიტინგი

5 / 5

ნახვა

1283

შეიძინე პაკეტი

7500-ზე მეტი წიგნი პაკეტში
ყველა პაკეტი

წიგნის შესახებ

წიგნის ფორმატი

ტექსტური

ანოტაცია

თამარი არ ყოფილა ძლევამოსილი მეფის ნებიერა ასული. არცა უფლისწულთა დითირამბების ტფრიალი, უზრუნველი ქალი. არცა მიწას მოწყვეტილი კოშკის მზეთუნახავი, არცა თავგადასავლების მაძიებელი, კაპრიზებს აყოლილი, თავნება ამორძალი. არცა თავის თავზე უზომოდ შეყვარებული ნარცისი, ქალღმერთი. არცა ძვირფასი თვალ-მარგალიტით დაბრმავებული, დიდების მაძიებელი მემკვიდრე, არცა ქალურ სისუსტეს ამოფარებული სასტიკი ქმნილება, არცა გამოუცდელი, ძლიერთა ამა ქვეყნისათა ძალას დანებებული მარიონეტი, მეფე თამარის აუგი, ვითა სახელი კარის პოეტთა და მეხოტბეთა დითირამბების მძებნელისა, ცრუ ხოტბა ხელია სასახლეს მოხვედრილი, სახელის მაძებარი კაცისა, კარის პოეტის ხმა ჰგავს სასახლის ხმასა. ხმა ვერ დასძლევს ასპარეზსა. უიმედოდ შეყვარებული პოეტის ხმა, ჰგავს მზეს მომზირალი კაცის თვალსა. უგულო ხელი, სურნელს შეზავებული ლიტონი სიტყვა, ვერ უძლებს ულმობელ ასპარეზსა. დროსთან ჭიდილი ამარცხებს უსულო სილამაზესა, ამარცხებს უგულო სიტყვასა. გულიდან ამოსული, მართალი გრძნობაა დაუძლეველი. უმკლავდება დროის განსაცდელსა. დიდია ხმა გულისა. ბევრად დიდია ფასი კაცის სიტყვისა. დროთა ასპარეზი გაზრდის სურნელსა. ჩვენივე უმადურობით ხელმწიფის კარის პოეტი დავარქვით რუსთველსა. ვაკადრეთ აუგი მეფესა, ვითა სახელი კარის პოეტთა უსულო ქებათა მოტრფიალისა. შოთა არ ყოფილა უიმედოდ შეყვარებული, თვალი მზეს მოცქირალი კაცისა. არცა უსულო დითირამბები უკადრია კაცსა, ხოტბა შეასხა თავისივე გულის სწორსა, თავისივე მიწიერ სიყვარულსა. მისი ხმა გულიდან ამოსული ჰანგია. პოეტის ხმა ზარია ჭაპანის წამღები ხარისა. პოეტი ხარია სამეფო უღელისა, პატრონი სახლისა. დიდია ხმა დიდი ასპარეზისა. სულ სხვაა ხმა ქვეყნის ტკივილით გულდამძიმებული, მდუმარე ხარისა. სულ სხვაა ხელი ხალხის ჭირ-ვარამის მოზიარე კაცისა. სულ სხვაა ეშხი, ღირსება, ხალხის პატრონი მეფე ქალისა. ძნელია ხვედრი რჩეულისა. ბრმანი ართმევენ უფლებას ნაკლისა. მეფე თამარი ნაყოფია მშობლიურ მიწას ამოსული ნერგისა. თავისივე დაფარული, გამხელილი ტკივილისა და სიხარულის მატარებელი, ზეციურ გზას მიმავალი უდრეკი ქალი. ტოლია მთების პატრონი ზაქისა. თავისივე ღვაწლით ამაღლებული. გმირია პოეტის ნატიფი ხელით ჩვენამდე მოტანილი ამბისა. შოთა ღირსია მეფე თამარის სიყვარულისა. მეფემ იპოვა კაცი, დაიმსახურა ვეფხისტყაოსანი.

მეტის ნახვა

კატეგორიები

წიგნის მახასიათებლები

გამომცემლობაბალა აბაზასძე
გვერდები226
გამოცემის წელი0

ხმოვანი წიგნები