ზახილი
რეიტინგი
4 / 5
ნახვა
1090
ყველა პაკეტი
წიგნის შესახებ
ავტორი
პაპა ხევისპირელი
გამომცემლობა
ბალა აბაზასძე
წიგნის ფორმატი
ტექსტური
ანოტაცია
ხელი დაბელისა და მისივე მიმდევართა იოანე-ზოსიმეს ლიტერატურული ინტერესები მრავალმზრივია.პოეტი-ჰიმნოგრაფი... ჩვენს დრომდე მოღწეულა რამდენიმე ტომი ჰიმნოგრაფიული კრებულებისა, გადაწერილი იოანე-ზოსიმეს მიერ. კრებულებში შესულია როგორც ძველი და თანამედროვე ჰიმნები სხვა ავტორებისა (ორიგინალურნი და თარგმნილნი ბერძნულიდან), ისე იოანეს ორიგინალური პიმნები. ერთ-ერთი ჰიმნოგრაფიული კრებული „იადგარი“ სრულდება იოანეს ანდერძით, რომელიც დაწერილია საერო პოეზიის ტრადიციული მეტრის გავლე ნით, ოთხმარცვლედი მუხლის დაცვით. ეს გარემოება გვიჩვენებს, რომ იოანესთვის საერო პოეზიის ტრადიციებიც არ ყოფილა უცხო. იოანე ამავე დროს, ჩანს, მუსიკოსიც ყოფილა. სინას მთის ხელნაწერთა კოლექციაში მოიპოვება საგალობელთა ერთი კრებული, გადაწერილი იოანეს მიერ, სადაც ჰიმნების ტექსტთან ერთად ნაჩვენებია მათი საგალობელი ხმები, აღნიშნული თავისებური სანოტო ნიშნებით. ჰიმნების მეორე კრებულის „იადგარი“-ს ანდერძში იოანე საგანგებოდ აღნიშნავს კიდეც, რომ ჰიმნების დანიშნულებაა სიტყვებისა და მუსიკის – „გალობისა ხმეანისა“ შერთვა – „რათა ჩვენცა ვიხარებდეთ – შვენიერად დატკბობილნი ხმათა მათთა სიმრავლითა, გალობითა ბრწყინვალითა...“ გარდა იმისა, რომ იოანე პოეტი-ჰიმნოგრაფი ყოფილა, იგი ამავე დროს მეცნიერული „ინტერესებით აღჭურვილი მწერალიცაა. აღსანიშნავია ის წმინდა სამეცნიერო ისტორიულ-ლიტერატურული ინტერესი, რომელსაც იოანე იჩენს ძველ ქართულ მწერლობის ძეგლებისადმი. ასე, ჰიმნების ერთ კრებულში, რომელიც იოანეს დაუმზადებია „მეცნიერისა კაცისათვის“, ჰიმნების თანამედროვე რედაქციასთან ერთად იოანეს მოჰყავს „წუელი“, უკვე ხმარებიდან გამოსული რედაქციები ჰიმნებისა. იოანეს ეკუთვნის ფილოლოგიური ნარკვევი: „უწყებაი და მოსწავებაი დავითის ფსალმუნთათვის, ვითარ პოვნილ არიან, გინა ვითარ შეერთებულ, და ვითარ არს განგებაი, და განკარგვაი და განწესებაი მათი“. მასვე ეკუთვნის ნარკვევი ბიბლიის სტრიქომეტრიისა და კანონის შესახებ. ცალკეა აღსანიშნავი იოანე-ზოსიმეს სვინაქსარი (კალენდარი) „კრებაი თთუეთა წელიწღისათაი“. ამ თხხულების შესახებ იოანე წერს: „ესე კრებანი ოთხით დედითა დამიწერიან თავად კანონისაითა, იოანეს მიერ დამუშავებული სვინაქსარ-კალენდარი წარმოადგენს დიდ ისტორიულ-არქეოლოგიურ ინტერესს. აქ მოცემულია ცნობები პალესტინის ისტორიულ ძეგლთა ტოპოგრაფიის შესახებ. იოანეს კალენდარს უმნიშვნელოვანესი ადგილი უჭირავს. დასასრულ, როგორც აღვნიშნეთ, იოანეს ეკუთვნის ახალი რედაქცია ქრონოლოგიური ტრაქტატისა „გამოძიებისათვის ჟამთა და წელთა“. პ. ინგოროყვა, თხზულებანი, ტ. IV
მეტის ნახვა
კატეგორიები
წიგნის მახასიათებლები