ქორბუდას ასი იგავი

რეიტინგი

5 / 5

ნახვა

1931

შეიძინე პაკეტი

7500-ზე მეტი წიგნი პაკეტში
ყველა პაკეტი

წიგნის შესახებ

წიგნის ფორმატი

ტექსტური

ანოტაცია

უთქვია ზარზმელსა: ჩემივე მოძღვარის რჩევით გავასრულე ეკლესია.ახლა მინდა გირჩიო,ვითა მოძღვარის რჩეულსა: მიხვიდე დაბასა, მამულსა მამისა. ააგო ეკლესია, ასლი ატენის სიონისა. მერე ურჩიე შენივე მოწაფესა, ააგოს ახალი ეკლესიაო. მისულა ზოსიმე დაბასა. ცოდნია ადგილი ძველი ეკლესიისა. აუგია ახალი ეკლესია. ზუსტი ასლი ატენის სიონოსა. ეკლესიას ოთხივე კედელი განსხვავებული ფერისა ჰქონია. მზის ამოსვლა-ჩასვლის დროს თურმე ფასადი იცვლიდა ფერსა. თურმე ამინდი უცვლიდა იერსა. ცოდნია პაპასა, მთისთვის ელვაურა დაურქმევია. კაბალა დაბელი ბერის ხელია. ზოსიმეს კიდევ ორი ეკლესია აუგია დაბასა. პატარა სახლი, მისივე აგებული, ეკლესიის სამხრეთით, ფერდსა ჰქონია. დაბელი ბერის მოძღვარი, წმინდა მამა სერაპიონი,დიდად განსწავლული ყოფილა. ცოდნია:ასტრონომია, მათემატიკა. წმინდა მამათა სწავლება. ცოდნია ელინთა კულტურა, ფილოსოფოსთა მოძღვრება. სპარსული ლიტერატურა, პოეზია. რჩეული მოწაფე წმინდა მიქაელ პარეხელისა. მოდგმითა ხურსისძე ყოფილა. მამას მამული ჰქონია ლაკლაკეთსა. მამის მოდგმა ლაკლაკისძე ყოფილა. ვითა ღვიძლი შვილი გაუზრდია ზარზმელსა. მოუსწრია გასრულება ზარზმის ეკლესიისა.მერე მალევე მომკვდარა. ზოსიმეს უკისრია გაგრძელება მოძღვარის საქმისა.

მეტის ნახვა

კატეგორიები

წიგნის მახასიათებლები

ISBN978-9941-507-11-3
გამომცემლობაბალა აბაზასძე
გვერდები203
გამოცემის წელი2022