ძველი ტფილისის ლიტერატურული ბოჰემა
რეიტინგი
5 / 5
ნახვა
9278
ყველა პაკეტი
წიგნის შესახებ
ავტორი
იოსებ გრიშაშვილი
გამომცემლობა
სიესტა
წიგნის ფორმატი
ტექსტური
ანოტაცია
"ამ ჩემს ბოჰემას - არ ვტრაბახობ - სხვა ვერ დასწერდა, - ვერც პოეტი და მით უმეტეს, ვერცა მკვლევარი, ვინც ამას დასწერს უნდა იყოს ორივე ერთად: პოეტ-მკვლევარი - ძველდროების შემაქცევარი", - ასეთი მინაწერი დაუტოვებია "ძველი ტფილისის ლიტერატურულ ბოჰემაზე" მის ავტორს, სახალხო პოეტსა და აკადემიკოსს, იოსებ გრიშაშვილს, რომელიც მრავალმხრივი შემოქმედებითი დიაპაზონის მოღვაწე იყო. ეს ცნობილი მონოგრაფიული ნარკვევი, რომელიც 1927 წელს გამოიცა, დიდი სამეცნიერო-კვლევითი, ისტორიულ-ლიტერატურული მნიშვნელობისაა. მასში წარმოდგენილია მდიდარი მასალა მე-19 საუკუნის მეორე ნახევრისა და მე-20 საუკუნის დასაწყისის ძველი თბილისის ადათ-წესების, ზნე-ჩვეულებების, ყოფა-ცხოვრებისა თუ ტრადიციის შესახებ. გრიშაშვილის თქმით, „როგორც საიათნოვასგან წართმეული თემა, არის მეორე ნაკვეთი ჩემი ამ ჟანრის შემოქმედებისა. თუ საიათნოვა მე-18 საუკუნის ფარგლებით შევზღუდე, ეს წიგნი მხოლოდ მე-19 საუკუნის მეორე ნახევრის ხალხურ მწერლებს მივაკუთნე“. "ძველი ტფილისის ლიტერატურული ბოჰემა" - ეს არის პროზა-პოეზია, მეცნიერული კვლევა პოეზიის ემბაზში ასულდგმულებული“. - ნოდარ გრიგორაშვილი - აკად. ი. გრიშაშვილის ბიბლიოთეკა-მუზეუმის გამგე.
მეტის ნახვა
კატეგორიები
წიგნის მახასიათებლები