კულისებს მიღმა - რა ღირს საქართველო?

რეიტინგი

3.8 / 5

ნახვა

4982

შეიძინე პაკეტი

7500-ზე მეტი წიგნი პაკეტში
ყველა პაკეტი

წიგნის შესახებ

გამომცემლობა

პალიტრა L

წიგნის ფორმატი

ტექსტური

ანოტაცია

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი საქართველოს ისტორიის ბოლო ორ ათწლეულში განვითარებული პოლიტიკური პროცესის კულისებს მიღმა გვახედებს და გვიყვება საკვანძო პოლიტიკური მოვლენებისა და კიდევ უფრო საკვანძო პოლიტიკური ფიგურების შესახებ. წიგნში ერთიან ისტორიულ კონტექსტშია მოქცეული უახლესი ისტორიის ფრაგმენტები, რომლებიც ბევრ საფიქრალს აღძრავენ და, რაც ყველაზე საინტერესოა, დაგვანახვებენ იმას, რაც ფასადზე არ ჩანს. წიგნში მოთხრობილია ნამდვილი ამბები, რომლებშიც ბევრი მოქმედი თუ ყოფილი პოლიტიკოსი და ფუნქციონერი ამოიცნობს საკუთარ თავს. ბადრი პატარკაციშვილთან, ზურაბ ჟვანიასა და ბიძინა ივანიშვილთან მჭიდრო მეგობრული და საქმიანი ურთიერთობის პარალელურად, ავტორს შესაძლებლობა ჰქონდა, ახლო დისტანციიდან დაჰკვირვებოდა და ხშირ შემთხვევაში თავადაც მიეღო მონაწილეობა იმ პროცესებში, რომელთა გავლენითაც ყალიბდება საქართველოში პოლიტიკური და ეკონომიკური პრიორიტეტები. ნამდვილი ამბები ხელისუფლების კულისებიდან - დაფიქრებისთვის, განსჯისთვის და დასკვნების გამოსატანად.

მეტის ნახვა

კატეგორიები

წიგნის მახასიათებლები

ISBN978-9941-35-625-4
გამომცემლობაპალიტრა L
გვერდები316
გამოცემის წელი2023

ხმოვანი წიგნები