ვინ იყო დიდი მოურავი გიორგი სააკაძე?!

რეიტინგი

4.6 / 5

ნახვა

659

შეიძინე პაკეტი

7500-ზე მეტი წიგნი პაკეტში
ყველა პაკეტი

წიგნის შესახებ

ანოტაცია

"მონოგრაფია ეძღვნება გამოჩენილ სახელმწიფო მოღვაწეს, გენიალურ მხედართმთავარს, ღირსეულ მამულიშვილს, საქართველოს ეროვნულ გმირს გიორგი სააკაძეს. ავტორი, პროფესიით ექიმი, აკადემიკოსი ავთანდილ კოჭლამაზაშვილი დგამს საკმაოდ გაბედულ ნაბიჯს, ირჩევს ისეთ ბუმბერაზ პერსონაჟს, რომელიც თვით მწერლებსა და ისტორიკოსებს შორისაც საჯილდაო ქვად არის მიჩნეული. ავითარებს რა იმ ავბედითი ჟამის, ისტორიულ მოვლენათა საფეხურებრივ კონცეფციას, უადვილებს მკითხველს დიდი მოურავის როგორც "ანფასით", ისე "პროფილით" დანახვას. ავტორი ხანგრძლივი შრომის შედეგად ღრმად გაეცნო XVII საუკუნის პირველი მეოთხედის იმ ჯოჯოხეთურ ეპოქას, რომელსაც უნდა გადაეჭრა ქართლ-კახეთის (და ვინ იცის, სრულიად საქართველოსიც) ყოფნა-არყოფნის საკითხი. ავთანდილ კოჭლამაზაშვილი ობიექტურობის დაურღვევლად, აზრთა წყობით დელიკატურად პასუხობს გიორგი სააკაძის მიმართ დღემდე გამოთქმულ ყველა არსებულ ბრალდებას. მას სურს მკითხველთან ერთად დაადგინოს ჭეშმარიტება. წიგნის დასაწყისიდან ბოლომდე, ისტორიული ფაქტების ქრონოლოგიური აღწერის ფონზე, ხატოვანი საუბრით ისე გადმოგვცემს მოვლენებს, აღძრავს განცდებსა და გრძნობებს, თითქოს თვითონ იყოს მისი უშუალო მონაწილე. ნაშრომი შესრულებულია როგორც ისტორიულ-მეცნიერული კანონიკით, ისე მხატვრულ-ფილოსოფიური გააზრებით. წიგნი "ვინ იყო დიდი მოურავი გიორგი სააკაძე?!" განკუთვნილია მკითხველთა ფართო წრისათვის, რომელიც ჩვენი ცხოვრების ბევრ საჭირბოროტო საკითხზე დაფიქრებისა და ანალიზის საშუალებას აღძრავს." - სამეცნიერო რედაქტორი: აკადემიკოსი თამაზ ნუცუბიძე

მეტის ნახვა

წიგნის მახასიათებლები

ISBN978-9941-8-2424-1
გამომცემლობაავთანდილ კოჭლამაზაშვილის წიგნები
გვერდები264
გამოცემის წელი2020

ხმოვანი წიგნები