კანიბალიზმის ისტორია
რეიტინგი
5 / 5
ნახვა
5637
ყველა პაკეტი
წიგნის შესახებ
ავტორი
ნათან კონსტანტინი
გამომცემლობა
კლიო
წიგნის ფორმატი
ტექსტური
ანოტაცია
ჩვენთვის წარმოუდგენელია ჩვენი სამყაროსგან სრულიად განსხვავებული სამყაროს არსში წვდომა და ამიტომაც გვიჩნდება კითხვა: რატომ ჩადიოდნენ ამას ადამიანები? კანიბალიზმს სამი ძირითადი მოტივი აქვს: ვალდებულება (იძულება), სასოწარკვეთა (გამოუვალი მდგომარეობა) და სურვილი. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ადამიანი ან ვიღაცამ აიძულა, ან მას ძალიან დასჭირდა, ან ძლიერ სურს ამის ჩადენა. ეს წიგნი სწორედ ამ გარემოებების გათვალისწინებითაა შედგენილი, თუმცა მოტივაციის მიხედვით გადაკვეთაც ხდება ხოლმე, რადგან მრავალი ინდივიდი თუ ეთნოსი თავისნაირი არსების ხორცს არა ერთი, არამედ მეტი მიზეზით ჭამდა. მაგალითად, მაორის ტომისთვის კანიბალიზმი სოციალურად მისაღებიც იყო, საჭიროც და, როგორც ჩანს, სიამოვნებასაც ანიჭებდა. სრულიად სხვაგვარი სურათი გვეხატება მაშინ, როცა ფსიქოპათიური ქცევის მაგალითი გვიდევს წინ – ამ შემთხვევაში საჭიროებასა და სურვილს შორის ზღვარი ფაქტობრივად, იშლება.
მეტის ნახვა
კატეგორიები
წიგნის მახასიათებლები