ორი ქალაქის ამბავი
რეიტინგი
5 / 5
ნახვა
9399
ყველა პაკეტი
წიგნის შესახებ
ავტორი
ჩარლზ დიკენსი
გამომცემლობა
წიგნები ბათუმში
წიგნის ფორმატი
ტექსტური
ანოტაცია
„ეს იყო საუკეთესო დროება, ეს იყო შემაძრწუნებელი დროება“ - ეს ლიტერატურის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სამახსოვრო და ცნობილი დასაწყისია. ჩარლზ დიკენსის „ორი ქალაქის ამბავი“ ყველა დროის უდიდესი რომანისტის მაგნუმ ოპუსია. ისტორიული ნაწარმოები დასავლური ცივილიზაციის ორ უმნიშვნელოვანეს ქალაქზე, ლონდონსა და პარიზზე მოგვითხრობს, რომელთა წარსული, ამწყო და მომავალი ერთმანეთზეა გადაჯაჭვული. უმნიშვნელოვანესი ისტორიული მოვლენების ფონზე, რომლებმაც მსოფლიო წესრიგი შეცვალეს, დიკენსი გენიალურად მოგვითხრობს დაუვიწყარი პერსონაჟების ცხოვრებას: უდიდესი სიყვარულის, დაუნდობელი შურისძიების, ერთგული მეგობრობისა და უანგარო თავგანწირვის ამბავს. რევოლუციის ალში გახვეული საფრანგეთი, სასტიკი ბატონების წინააღმდეგ აჯანყებული სისხლმოწყურებული გლეხები და გილიოტინის ფიცარნაგზე მიმოყრილი არისტოკრატების თავები. როდის იქცევა სამართლიანი ჯანყი ბრბოს ბრმა და გაუაზრებელ შურისძიებად; როდის იცვლება სამართლის მოთხოვნა სიკვდილით დასჯის შეძახილებით და რა არის საჭირო, რათა სისხლით მორწყული ქალაქის ქუჩებში ისევ სიწყნარემ დაისადგუროს. რევოლუციური პარიზი დიკენსისთვის მორალურ დილემას წარმოადგენდა. ერთი მხრივ, მთელი თავისი ცხოვრება, მთელი თავისი შემოქმედებით, ის ღარიბების ქომაგი იყო, მდიდრები კი მისი კრიტიკის სამიზნეს წარმოდგენდნენ, მეორე მხრივ, რევოლუციონერების სისასტიკეზე და ქვეყნის ტრანსფორმაციის პროცესში დაკარგული უდანაშაულო ადამიანების ბედზე მან თვალის დახუჭვა ვერ შეძლო. წიგნიც ზუსტად ამ დუალიზმით არის გაჟღენთილი. აქ ყველაფერს აქვს თავისი მეორე ნახევარი, რომელიც პირველის სიკეთეს ან ბოროტებას უკეთ ასახავს, ყველაფერ ახალს წინ ძველის სიკვდილი უძღვის, დიდ ცვლილებებს კი დიდი ტრაგედიები - „ეს იყო საუკეთესო დროება, ეს იყო შემაძრწუნებელი დროება“
მეტის ნახვა
კატეგორიები
წიგნის მახასიათებლები