ისტორია
რეიტინგი
5 / 5
ნახვა
4303
ყველა პაკეტი
წიგნის შესახებ
ავტორი
დათო ფერაძე
გამომცემლობა
დათო ფერაძე
წიგნის ფორმატი
ტექსტური
ანოტაცია
კრებული მომზადებულია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ შემუშავებული ერთიანი ეროვნული გამოცდების უახლესი პროგრამის მოთხოვნათა შესაბამისად. მისი შედგენისას გამოყენებულია ისტორიის სასკოლო სახელმძღვანელოები, იმ საკითხების დასამუშავებლად, რომლებიც არასრულად ან საერთოდ არ არის სასკოლო სახელმძღვანელოებში, მაგრამ გათვალისწინებულია ეროვნული გამოცდების პროგრამით, გამოყენებულია დამატებითი ლიტ- ერატურა და ინტერნეტ რესურსები. გამოყენებულ მასალაზე დაყრდნობით წიგნი არის ლაკონური, გაზვიადებებისგან დაცული ერთგვარი „მიქსი“. რაც აბიტურიენტებს აარიდებს სხვადასხვა ლიტერატურის მოძიებისთვის დროისა და ფინანსების ზედმეტ დანაკარგს. საბოლოოდ კრებული თემატურად და შინაარსობრივად მაქსიმალური მისაწვდომობით მოიცავს აღნიშნული საგამოცდო პროგრამის მოთხოვნებს. დასამუშავებელ თემათა უმეტესობას თან ახლავს საკვანძო შეკითხვები, რომელიც ხელს უწყობს ადვილად სწავლას, მასალის გააზრებას და თვითშემოწმებას. ამ მხრივ სახელმძღვანელო უნიკალურია და ანალოგი არ აქვს. ზოგიერთი თემა კი შეგნებულად დარჩა შეკითხვების გარეშე, რათა აბიტურიენტმა თავად შეძლოს მისი „შეკითხვებად დაშლა“ დამოუკიდებლად. კრებულით მომზადება უზრუნველყოფს მაქსიმალური შედეგების მიღწევას ეროვნულ გამოცდაზე. ამიტომ ის უპირველესად გამოადგება აბიტურიენტებს, რეპეტიტორებს, სკოლის მასწავლებლებს, დამამათავრებელი კლასის მოსწავლეებს. კრებულის ძველმა ვერსიამ აპრობაცია გაიარა აბიტურიენტებთან და ტექსტების სირთულის დონე და სიდიდე მათ შესაძლებლობებს არის მორგებული.
მეტის ნახვა
კატეგორიები
წიგნის მახასიათებლები