უბედობა
რეიტინგი
4.7 / 5
ნახვა
4662
ყველა პაკეტი
წიგნის შესახებ
ავტორი
იმრე კერტესი
გამომცემლობა
სულაკაურის გამომცემლობა
წიგნის ფორმატი
ტექსტური
ანოტაცია
„უბედობა“ ებრაულ ოჯახში დაბადებული უნგრელი ნობელიანტი მწერლის, იმრე კერტესის ავტობიოგრაფიული რომანია, დაწერილი 1973-1975 წლებში. რომანის მთავარი გმირი, 15 წლის ბუდაპეშტელი ბიჭი, კიოვიში, წარმოუდგენელი სიზუსტით და ობიექტურობით აღწერს ოსვენციმისა და ბუხენვალდის საკონცენტრაციო ბანაკებს, თუმცა ბოლოს ეს ყველაფერი თითქოს უკანა პლანზე გადადის და წინ მისი ფიქრები, განცდები, დამოკიდებულებები, გადარჩენის მისეული გზა ინაცვლებს. კიოვიშს არაფერი აქვს საერთო ებრაელებთან; არ უნდა, რომ იმ ყველაფერს, რაც თავს გადახდა, ბედისწერა უწოდოს; არ შეუძლია დაუშვას, რომ არც მტყუანი იყოს და არც მართალი, არც გამარჯვებული და არც დამარცხებული, ან ყველაფერი უბრალო შემთხვევითობას მიაწეროს. რადგან „თუ ბედი არსებობს, მაშინ თავისუფლებაა შეუძლებელი და პირიქით, თუ არსებობს თავისუფლება, მაშინ ბედი არ არსებულა...“ ბუდაპეშტი დაბრუნებული თავიდან მხოლოდ სიძულვილს გრძნობს, მაგრამ ძლიერი პიროვნული თვისებების წყალობით იმარჯვებს მთელ ამ ნაცისტურ საშინელებებზე და წარმოუდგენელი ოპტიმიზმით ივსება, რადგან: „არაფერია ამქვეყნად ისეთი, რასაც სრულიად ბუნებრივი მოვლენასავით ვერ გადავიტანთ; და ამ ჩემს გზაზე მე... ხაფანგივით ჩასაფრებული ბედნიერება მელოდება...“
მეტის ნახვა
კატეგორიები
წიგნის მახასიათებლები