სტალინი – პოლიტიკური ბიოგრაფია. ნაწილი II

რეიტინგი

4 / 5

ნახვა

5047

შეიძინე პაკეტი

7000-ზე მეტი წიგნი პაკეტში
ყველა პაკეტი

წიგნის შესახებ

წიგნის ფორმატი

ტექსტური

ანოტაცია

სტალინის ეს ბიოგრაფია ჩვეულებრივი მკითხველისთვისაა განკუთვნილი, და არა ექსპერტებისთვის. შევეცადე, სტალინის პიროვნებისა და მისი კარიერის შესახებ ყველა ძირითადი ფაქტი რაც შეიძლება მარტივად გადმომეცა. როდესაც მუშაობის დაწყებას ვგეგმავდი, ამ ქვეყნის საზოგადოება და პრესა ჯერ კიდევ სტალინის პერიოდის ომების შთაბეჭდილების ქვეშ იმყოფებოდა, ხოლო როდესაც წიგნის ბოლო სტრიქონებს ვწერდი, ბერლინის თავზე მგზავრებით სავსე თვითმფრინავი დაფრინავდა და სტალინი უკვე ცივი ომის შემოქმედი იყო. პოლიტიკური კლიმატის მკვეთრმა ცვლილებამ ჩემი დამოკიდებულება მისდამი ვერ შეცვალა. მე არასოდეს ვყოფილვარ სტალინის კულტის მიმდევარი. ჩემს ნაშრომში მიზნად ვისახავდი ძველმოდური ობიექტურობის შენარჩუნებას. უნდა ითქვას, ამას ადვილად ვერ მივაღწიე. ძალიან იოლი იქნებოდა სტალინის დანაშაულებრივი ბიოგრაფიის დაწერა. მე ხომ სტალინიზმის მოწინააღმდეგე ჯერ კიდევ 30-იანი წლებიდან ვიყავი, ხმამაღლა ვაკრიტიკებდი იძულებით კოლექტივიზაციას და ვამბობდი, რომ მას ბოროტება მოაქვს. 1931 წლიდან მოყოლებული ასევე მკაცრად ვაკრიტიკებდი სტალინისტურ პოლიტიკას და დღის სინათლეზე გამომქონდა მასობრივი ტერორი, რეპრესიები და მოსკოვური სასამართლოები. მე ადრევე გავხდი ანტისტალინისტი და რომ მომენდომებინა დაახლოებით ორი ათეული წლის განმავლობაში სტალინისა და სტალინიზმის წინააღმდეგ ჩემ მიერ დაწერილი ნაშრომების შეკრება, ვერავინ დამდებდა ბრალს, რომ მძაფრ კრიტიკას გავურბოდი და სტალინის აპოლოგეტი ვარ.

მეტის ნახვა

წიგნის მახასიათებლები

ISBN978-9941-444-24-1
გამომცემლობაქართული ბიოგრაფიული ცენტრი
გვერდები240
მთარგმნელიარჩილ ბენაშვილი გიორგი ბენაშვილი
გამოცემის წელი2014