ლარი პეიჯი. Google

რეიტინგი

4.9 / 5

ნახვა

8167

შეიძინე პაკეტი

7000-ზე მეტი წიგნი პაკეტში
ყველა პაკეტი

წიგნის შესახებ

გამომცემლობა

პალიტრა L

წიგნის ფორმატი

ტექსტური

ანოტაცია

ამ ტომში მოთხრობილია კომპანია Google-ის დამფუძნებლის ლარი პეიჯის შესახებ. იგი ბავშვობიდან ელექტრონიკით იყო დაინტერესებული, სტუდენტობისას საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში სხვადასხვა პროექტზე მუშაობდა, შემდეგ კი მეგობართან ერთად შექმნა საძიებო სისტემა Google-ი, რომელიც თავდაპირველად არაკომერციული პროექტი იყო, მაგრამ მალე მან მსოფლიო დაიპყრო, ლარი პეიჯი კი მილიარდერი გახდა. წარმატებისკენ მიმავალი გზა რთული იყო, კომპანია Google-ის ბევრი პროექტი წარუმატებელი აღმოჩნდა, თუმცა ლარი პეიჯისათვის ეს საქმიანობის შეწყვეტის მიზეზი არ გამხდარა. „რაიმე მნიშვნელოვანის გაკეთებამდე საჭიროა, მარცხისადმი შიში დავძლიოთ“, – ამბობს იგი. „გამომცემლობა პალიტრა L“ გთავაზობთ წიგნების სერიას – „ბიზნესის გენია“. სერიის თითოეულ წიგნში გაეცნობით მსოფლიოში ცნობილ საქმიან ადამიანებს, რომლებმაც ბიზნესის სხვადასხვა სფეროში გადატრიალება მოახდინეს... მათ შეცვალეს შეხედულებები, ტექნოლოგიები, დანერგეს ინოვაციური პროდუქტები. თუ რა გზა განვლეს და როგორ მიაღწიეს ტრიუმფს – ყველაფერს დაწვრილებით გაეცნობით ამ სერიის წიგნებში... შეიტყობთ მათი წარმატების საიდუმლოებას და, შესაძლოა, იგი თქვენი წარმატების საწინდარიც გახდეს.

მეტის ნახვა

წიგნის მახასიათებლები

ISBN978-9941-21-318-2
გამომცემლობაპალიტრა L
გვერდები67
გამოცემის წელი2014