ჩემი შემობრუნება

რეიტინგი

4.3 / 5

ნახვა

365

შეიძინე პაკეტი

7000-ზე მეტი წიგნი პაკეტში
ყველა პაკეტი

წიგნის შესახებ

გამომცემლობა

არტანუჯი

წიგნის ფორმატი

ტექსტური

ანოტაცია

„ის ერთ-ერთი იყო – საუკეთესოთა შორის.“ – სერ ბობი ჩარლტონი „თუ მოინდომებდა, შეეძლო ნებისმიერ პოზიციაზე საუკეთესო მოთამაშე ყოფილიყო.“ – ერიკ კანტონა „კრუიფმა ისტორიაში ყველაზე მეტი გააკეთა, ამ ლამაზ თამაშში სილამაზე რომ შეეტანა.“ – გარი ლინეკერი „ყველაზე უფრო გავლენიანი ადამიანი ფეხბურთში – ძალიან მოკლედ, ასე დავახასიათებდი იოჰან კრუიფს, რომელმაც შექმნა ეპოქები ფეხბურთელის, მწვრთნელის და ფილოსოფოსის რანგში. მან თავისი სტილით, აზროვნებითა და მიდგომებით უფრო მეტი გააკეთა ფეხბურთისთვის, ვიდრე ვინმე სხვამ. შემთხვევითი არ არის, რომ თანამედროვეობის საუკეთესო მწვრთნელი, პეპ გვარდიოლა ამბობს მის შესახებ, „იოჰან კრუიფამდე ფეხბურთის შესახებ არაფერი ვიცოდი“ – ასეთ სიტყვებს უბრალოდ, ადამიანების პატივისცემის ნიშნად არ ამბობენ, ასეთ სიტყვებს იწვევს შეგრძნებები, რომელიც შენში იმ ადამიანივით დიდხანს ცოცხლობს, ვისზეც საუბრობ. ბედნიერი ვარ, რომ მის მიმართ ნათქვამი ყველა სიტყვა თუ შეფასება საკუთარ თავზე გამოვცადე, იმ რამდენიმე შეხვედრაზე, როცა მასთან ერთად ფეხბურთსა თუ სხვა თემებზე ვისაუბრე. მიხარია, რომ იოჰან კრუიფის ავტობიოგრაფია ქართველი მკითხველისთვის იქნება ხელმისაწვდომი და გულშემატკივარი კიდევ უფრო ახლოს გაიცნობს მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთ ყველაზე დიდ სახელს. მისი ისტორიები, მოსაზრებები და დამოკიდებულებები ქმნის და აყალიბებს გემოვნებას, რაც არა მხოლოდ მწვრთნელებს და ფეხბურთელებს, არამედ გულშემატკივარსაც სჭირდება. ჩემთვის და ჩვენი ფონდისთვის მნიშვნელოვანი იყო ეს წიგნი ქართულად თარგმნილიყო. განაკუთრებულ მადლობას ვუხდი გამომცემლობა „არტანუჯს“, რომელიც სპორტული ლიტერატურის თარგმნის და პოპულარიზაციის მიმართულებით დიდ სამუშაოს ასრულებს.“ – შოთა არველაძე

მეტის ნახვა

წიგნის მახასიათებლები

ISBN978-9941-504-89-1
გამომცემლობაარტანუჯი
გვერდები336
თარგმანიინგლისურიდან
მთარგმნელიგიორგი არონია
გამოცემის წელი2023