საინჟინრო მენეჯმენტის სასწავლო-პრაქტიკული მაგალითების კრებული

რეიტინგი

5 / 5

ნახვა

4099

შეიძინე პაკეტი

7500-ზე მეტი წიგნი პაკეტში
ყველა პაკეტი

წიგნის შესახებ

გამომცემლობა

მენეჯმენტი

წიგნის ფორმატი

ტექსტური

ანოტაცია

ქეისი (Case-study) - ინგლისურიდან ითარგმნება, როგორც „მაგალითი შესასწავლად“, მას თითქმის ერთი საუკუნეა, მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტები იყენებენ სასწავლო პროცესში. დღეს ის მენეჯერების მიერ ბიზნესისა და მენეჯმენტის ტიპური პრობლემების გადაწყვეტის უნარ-ჩვევების დაუფლების საუკეთესო საშუალებაა, რაც დადასტურებულია ამერიკული და ევროპული სასწავლო და სამეცნიერო სკოლების მიერ. აღსანიშნავია, რომ ამჟამად, ქეის-მეთოდი წარმატებით გამოიყენება არა მარტო სასწავლო პროცესში, არამედ წამყვან კომპანიებშიც, თანამშრომელთა ატესტაციისა და ვაკანტურ თანამდებობებზე კანდიტატების შერჩევის დროს. ქეის-მეთოდი გულისხმობს სასწავლო დისციპლინებში ათეულობით ქეისის ჩართვას, რაც ხელს უწყობს სტუდენტის მიერ თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას და შემოქმედებითი აზროვნების უნარის განვითარებას. პრაქტიკული სიტუაციების აღმწერი ქეისების ანალიზი ნათლად გვიჩვენებს, პრობლემის გადასაწყვეტად საჭირო თეორიული ცოდნის რა ნაწილში მოვიკოჭლებთ და აძლიერებს ინტერესს დამატებითი ცოდნის მისაღებად. ქეისების მეშვეობით შეგვიძლია განვახორციელოთ გარკვეული კონცეფციებისა და მეთოდების ილუსტრაცია და მათი პრაქტიკულად გამოყენების შესაძლებლობათა დემონსტრირება. ქეის-მეთოდით სწავლების ტექნოლოგიას აქვს უპირატესობები, როგორიცაა: სწავლების პროცესის კონკრეტიზაცია აბსტრაქტულიდან კონკრეტულისაკენ; სიტუაციური სწავლების აქტიური მეთოდების გამოყენება; ანალიტიკური აზროვნების, დასკვნების გამოტანისა და რეალური პრობლემების გადაწყვეტის უნარ-ჩვევების შეძენა; გუნდური მუშაობის, პრეზენტაციების ან/და პრესკონფერენციების მოწყობის უნარის დაუფლება. ავტორთა გუნდი: ქეთევან ქუთათელაძე; მანანა მაღრაძე; ქეთევან ილურიძე; ეკატერინე გობეჯიშვილი; არჩილ გრიგალაშვილი; მარინა გოცირიძე; თეიმურაზ ბერძენიშვილი; ნატო ბებიაშვილი; ავთანდილ ასათიანი; ალექსანდრე აბესაძე; არჩილ სამადაშვილი; კონსტანტინე ხმალაძე; ლალი ჩხარტიშვილი; თამაზ ღონღაძე.

მეტის ნახვა

კატეგორიები

წიგნის მახასიათებლები

ISBN978-9941-20-925-3
გამომცემლობამენეჯმენტი
გამოცემის წელი2017