თანამედროვე და უახლესი ქართული მხატვრული კინოს ტენდენციები
რეიტინგი
5 / 5
ნახვა
712
ყველა პაკეტი
წიგნის შესახებ
ავტორი
ლელა ოჩიაური
გამომცემლობა
კენტავრი
წიგნის ფორმატი
ტექსტური
ანოტაცია
სახელმძღვანელოში თანამედროვე და უახლესი ქართული კინოს რამდენიმე ტენდენციაა განხილული, თუ შინაარსობრივად გავშიფრავთ, შეიძლება - ქართული კინოს „ოჯახური პორტრეტი“ „დათბობიდან თანამედროვე არაერთგვაროვანი პეიზაჟის ფონზე (სახელმწიფოებრივ-პოლიტიკური ცვლილებები და მათი გავლენა კინოზე) - ვუწოდოთ. წიგნი ამ ძირითად კონცეფციაზეა აგებული - ქართული კინოს 20-წლეულების “თარგზე". პერიოდიზაცია სოციალურ-პოლიტიკურ და კულტურულ მოვლენებთანაა დაკავშირებული - XX საუკუნის 50-70-იანი წლებიდან XXI საუკუნის 20-იანი წლების ჩათვლით. მთავარი ნიშანი - ამა თუ იმ ეტაპზე კინოში ახალი თაობის მოსვლას, აზროვნების ახალი ფორმებისა და მიმართულებების, ახალი თემების, ახალი გმირების გამოჩენასა და საერთო ნიშნების არსებობას უკავშირდება. გმირების, რომლებიც ამა თუ იმ თაობის სახეს, სწრაფვებს, ფიზიკურ და სულიერ მდგომარეობას, ინტერესებს, ქვეყანაში მიმდინარე ამბებს მეტაფორულად გამოხატავენ და რომლებიც, ისევე, როგორც განხილული ფილმების რეჟისორები, ახალგაზრდები არიან.
მეტის ნახვა
კატეგორიები
წიგნის მახასიათებლები