სამყარო თეატრალის თვალით - წიგნი მეორე
რეიტინგი
5 / 5
ნახვა
764
ყველა პაკეტი
წიგნის შესახებ
ავტორი
ნოდარ გურაბანიძე
გამომცემლობა
კენტავრი
წიგნის ფორმატი
ტექსტური
ანოტაცია
1997 წელს გამოვიდა ჩემი წიგნი „სამყარო თეატრალის თვალით“, რომელსაც, მომდევნო წელსვე, „საქართველოს სახელმწიფო პრემია“ მიენიჭა. ამ შედარებით მცირე მოცულობის წიგნში უპირატესი ადგილი ეთმობოდა თეატრალურ ხელოვნებას. 1997 წლიდან მოყოლებული დღემდე ვმუშაობდი პირველ წიგნში წარმოდგენილი არეალის ფართოდ გაშლაზე. შევეცადე შემექმნა ეტიუდები ხელოვნების ყველა სფეროზე (პირველ რიგში, რასაკვირველია, თეატრზე, ქორეოგრაფიაზე, მხატვრობაზე, არქიტექტურაზე, მუსიკაზე) დაახლოებით ისეთი პროფილისა, როგორც ერთ დროს იყო ძალზე პოპულარული „საკითხავი წიგნი ხელოვნების უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებისათვის“. მკითხველის დაინტერესების მიზნით ვცდილობდი ყოველი ეტიუდი თუ ესეი საინტერესო და მიმზიდველი ამბის საფუძველზე ამეგო. ამჯერად გთავაზობთ ახალ წიგნს, "სამყარო თეატრალის თვალით", ორ ტომად. ხაზგასმით მსურს აღვნიშნო, რომ 1997 წელს გამოცემული წიგნიდან არც ერთი მონაკვეთი არ გადმომიტანია ამ ორტომეულში. (ნოდარ გურაბანიძე)
მეტის ნახვა
კატეგორიები
წიგნის მახასიათებლები