ინგლისურ ქართული იურიდიული ლექსიკონი

რეიტინგი

5 / 5

ნახვა

2917

შეიძინე პაკეტი

7500-ზე მეტი წიგნი პაკეტში
ყველა პაკეტი

წიგნის შესახებ

წიგნის ფორმატი

ტექსტური

ანოტაცია

სამართლის ტერმინთა ინგლისურ-ქართული ლექსიკონში წარმოდგენილია 6,000-მდე სალექსიკონო ერთეული (ტერმინი, ფრაზა, იურიდიულ ტექსტებში არსებული მაღალი სიხშირის მოკლე წინადადებები). ლექსიკონში წარმოდგენილია როგორც ინგლისური, ასევე ცალკეული მაღალი სიხშირის ლათინური ტერმინები. წარმოდგენილი ტერმინები დარგობრივად აერთიანებს როგორც ადმიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალს, ასევე სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებებს. ლექსიკონის შედგენის წყაროს წარმოადგენს, როგორც უკვე გამოცემული აკადემიური ლექსიკონები, ასევე უშუალოდ მთარგმნელობითი პრაქტიკიდან აღებული ფრაზები და ტერმინები, რომლებიც ბოლო წლების მანძილზე მაღალი სიხშირით შეგვხვდა რიგი კერძო და სახელმწიფო ორგანიზაციებისთვის შესრულებულ თარგმანებში. რიგი ტერმინებისა, რომელიც უშუალო პრაქტიკიდანაა აღებული და არ იძებნება აკადემიურ ლექსიკონებში და ეს უკანასკნელი თარგმნის ხელოვნებისა და ტერმინის კონტექსტური მნიშვნელობის დადგენის პროცესის შედეგია. ამ ლექსიკონის მოტივაციაც სწორედ ეს იყო, წარმოგვედგინა ის ტერმინები, რომლებიც შედარებით გვიან ხვდება აკადემიურ ლექსიკონებში, შედარებით გვიან იღებს ტერმინის სრულფასოვან აღიარებას, ნორმატიულ სტატუსს. აღნიშნული განსაკუთრებით მწვავე იმ ერების შემთხვევაშია, სადაც ლექსიკოგრაფიული საქმიანობა ნაკლებადაა აღიარებული, როგორც სამეცნიერო საქმიანობის მიმართულება, შესაბამისად დაბალია აღნიშნული საქმიანობის მიმართ მხარდაჭერაც. წარმოდგენილი ლექსიკონიც ამ დანაკლისის შევსების ცდაა.

მეტის ნახვა

კატეგორიები

წიგნის მახასიათებლები

გამომცემლობადელტას მთარგმნელობითი ჯგუფი
გამოცემის წელი2021

ხმოვანი წიგნები