ოჯახური გარემო
რეიტინგი
5 / 5
ნახვა
6347
ყველა პაკეტი
წიგნის შესახებ
ავტორი
ლიკა გურაბანიძე
გამომცემლობა
წიგნი+ერი
წიგნის ფორმატი
ტექსტური
ანოტაცია
ოჯახი საზოგადოების პირველადი უჯრედი და ერთიანი, ცოცხალი ორგანიზმია. მეტად მრავალფეროვანი და მნიშვნელოვანია ოჯახის როლი და ფუნქციები თანამედროვე საზოგადოებაში. ეს წიგნი დაგეხმარებათ, სწორად განსაზღვროთ და გაანაწილოთ როლები და მოვალეობები ოჯახის წევრებს შორის. გიამბობთ ისეთ ცნებებზე, როგორიცაა: მეგობრობა, სიყვარული, ჯანსაღი ოჯახური ურთიერთობები, ურთიერთდახმარება, ზრუნვა ოჯახის შრომისუუნარო წევრებზე და ა.შ. წინამდებარე წიგნი, პირველ რიგში, განკუთვნილია ახალდაქორწინებულთათვის. თუმცა, ჩვენი ფიქრით, იგი დააინტერესებს იმ ახალგაზრდებსაც, რომლებიც უახლოეს მომავალში აპირებენ ოჯახის შექმნას. გამოცემა დაეხმარება იმათაც, ვინც უკვე დაიგროვა გარკვეული გამოცდილება ოჯახური ცხოვრებისა, კერძოდ კი, ახალდაქორწინებულთა მშობლებსა და ნათესავებს, რომელთა თანადგომა ძალიან სჭირდებათ ახალგაზრდებს, რადგან მათ თავდაპირველად უჭირთ ოჯახურ ცხოვრებაში ორიენტირება გამოუცდელობის გამო. ახალგაზრდა წყვილისათვის ამ წიგნზე უკეთესი საჩუქარი ძნელად თუ მოიძებნება, რადგან ეს არის წიგნი-ცნობარი, რომლის საშუალებით ნებისმიერ დროს შეიძლება საჭირო ინფორმაციის მიღება. წიგნის თითოეული განყოფილება ლაკონური და იმავდროულად ინფორმაციულად დატვირთულია; ყველა საკითხი დალაგებულია შინაარსისა და მნიშვნელობის მიხედვით, რაც წიგნის მთლიანობაში აღქმას და გამოყენებას აადვილებს.
მეტის ნახვა
კატეგორიები
წიგნის მახასიათებლები