ქართული კონსტიტუციონალიზმის ქრონიკები
რეიტინგი
5 / 5
ნახვა
5472
ყველა პაკეტი
წიგნის შესახებ
ავტორი
ანთოლოგია *
გამომცემლობა
ზვიად კორძაძის გამომცემლობა
წიგნის ფორმატი
ტექსტური
ანოტაცია
წინამდებარე კრებული ეძღვნება საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 1921 წლის 21 თებერვლის კონსტიტუციის 95 წლისთავს. კრებულში შესულია მეცნიერებისა და საკონსტიტუციო კომისიისა და დამფუძნებელი კრების წევრების სამეცნიერო-ანალიტიკური ხასიათის ნაშრომები, კერძოდ: 1. პეტრე სურგულაძე - დამოუკიდებელ საქართველოს საერთაშორისო მნიშვნელობა; 2. ფრანც ედუარდ რიტერ ფონ ლისტი - საქართველოს რესპუბლიკის უფლებრივი მდგომარეობა; 3. რაჟდენ არსენიძე - დემოკრატიული რესპუბლიკა; 4. კონსტანტინე მიქელაძე - დემოკრატიული სახელმწიფოს კონსტიტუცია და პარლამენტარული რესპუბლიკა; 5. პავლე საყვარელიძე - წერილები სხვადასხვა ქვეყნის პოლიტიკურ წესწყობილებაზე; 6. გიორგი გვაზავა - სიტყვა წარმოთქმული დამფუძნებელ კრებაზე; 7. ვასილ წერეთელი - საქართველოს კონსტიტუციის პროექტი; 8. გიორგი გვაზავა - ძირითადი პრინციპები საკონსტიტუციო უფლებისა; 9. სამსონ დადიანი - ჩვენი კონსტიტუცია - განხილული ხალხოსნური სახელმწიფო უფლების თვალსაზრისით; 10. გიორგი გვაზავა - ეროვნული უმცირესობა; 11. ალექსანდრე მდივანი - მთავრობა და მისი პასუხისმგებლობა; 12. პავლე საყვარელიძე - საქართველოს კონსტიტუციისათვის; 13. გიორგი გვაზავა - კონსტიტუციის ირგვლივ - პრეზიდენტი რესპუბლიკისა; 14. ალექსანდრე მდივანი - საკონსტიტუციო საკითხები. ამ ნაშრომების გამოცემა წინ უძღვოდა ქვეყნის ძირითადი კანონის მიღებას და მათ დიდი მნიშვნელობა ენიჭებათ კონსტიტუციის მიღების დემოკრატიული პროცესის საერთო სურათის შესაფასებლად. ასევე, კრებულში შესულია საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის მიერ გამოცემული კონსტიტუციის ქართული (1921 წელი, ბათუმი), ფრანგული (1922 წელი, პარიზი) და ნიუ-იორკში გამოცემული ინგლისური ტექსტი (ჟურნალი - “The Voice of Free Georgia”, 1953 წელი, რედ. ა. ცომაია). კრებული განკუთვნილია მეცნიერ- იურისტებისა და 1921 წლის კონსტიტუციის მიღებასთან დაკავშირებული სამართლებრივი პროცესებით დაინტერესებული ფართო საზოგადოებისათვის.
მეტის ნახვა
კატეგორიები
წიგნის მახასიათებლები