მიზნები!
რეიტინგი
4.8 / 5
ნახვა
27538
ყველა პაკეტი
წიგნის შესახებ
ავტორი
ბრაიან თრეისი
გამომცემლობა
პალიტრა L
წიგნის ფორმატი
ტექსტური
ანოტაცია
გაიუმჯობესე ცხოვრება იმაზე სწრაფად, ვიდრე წარმოგიდგენია. ეს წიგნი ამბიციური ადამიანებისთვისაა, მათთვის, ვისაც სწრაფად სურს წინსვლა და წარმატება. მაგრამ ამისთვის მხოლოდ სურვილი საკმარისი არ არის. აუცილებელია სწორად დასახული მიზნები და მათი მიღწევის გონივრული მეთოდები! ეს ყველაფერი კი ამ წიგნშია თავმოყრილი. ბრაიან თრეისი მარტივად და ნაბიჯ-ნაბიჯ, არგუმენტირებულად და ორიგინალურად აგიხსნით, როგორ მიაღწიოთ სასურველს, ე.ი. მიზნების მიღწევაში დაგეხმარებათ და აგარიდებთ ხანგრძლივ და მძიმე შრომას. ბრაიან თრეისი გაყიდვების გურუ, მართვის სფეროში ერთ-ერთი საუკეთესო მრჩეველი, ინსტრუქტორი, კონსულტანტი და სპიკერია. ის ყოველწლიურად მსოფლიოს მასშტაბით მართავს ტრენინგებს და მისი აუდიტორია 250 000-ზე მეტი ადამიანია. გახლავთ 1000-ზე მეტი კომპანიის მრჩეველი და ინსტრუქტორი, ასამდე წიგნის ავტორი, რომლებიც ნათარგმნია ოცდათვრამეტ ენაზე. მათი უმეტესობა მსოფლიო მასშტაბის ბესტსელერია. 2015 წელს ბრაიან თრეისიმ საქართველოში ჩაატარა გაყიდვების მასტერკლასი, რომელსაც უამრავი მსმენელი დაესწრო როგორც საქართველოდან, ისე რეგიონის ქვეყნებიდან.
მეტის ნახვა
კატეგორიები
წიგნის მახასიათებლები