საზოგადოებასთან ურთიერთობა: სტრატეგია და ტაქტიკა ნაწილი III - სტრატეგია
რეიტინგი
5 / 5
ნახვა
6974
ყველა პაკეტი
ანოტაცია
ბოლო დროის ყველაზე გახმაურებული პიარ სახელმძღავნელო, რომელსაც ანალოგი არ აქვს ქართულ ენაზე! ელ.წიგნი დაყოფილია ხუთ ნაწილად. ის ეხმარება სტუდენტებს ჩასწვდნენ ძირითად ცნებებს, სტრატეგიებსა და ტაქტიკას, რომლებიც საზოგადოებასთან თანამედროვე ურთიერთობაში გამოიყენება. მეცნიერულ მეთოდებზე დაფუძნებული ეს გამოცემა განსაკუთრებულ ყურადღებას აპყრობს ახალი ტექნოლოგიებისა და ახალი მედიის შემოქმედებითად გამოყენებას. მესამე ნაწილი სტრატეგიის ფუნდამენტურ ცნებებს განიხილავს. სტუდენტი ეცნობა ისეთ ფუძემდებლურ კონცეპტებს, როგორებიცაა: დარწმუნება, აუდიტორიის მახასიათებლები, კანონმდებლობა და ახალი ტექნოლოგიები. მე-9 თავი აშუქებს საზოგადოებრივი აზრის ლიდერების გავლენას და ხსნის წყაროს სანდოობას, დროის ჩარჩოების შერჩევასა და კონტექსტს, ასევე ინტერესის გამოწვევას. მე-10 თავი სტუდენტებს აწვდის ადვილად გასაგებ თეორიულ ჩარჩოს, რათა მათ შეძლონ, სისტემურად მიუდგნენ რისკსა და კრიზისებს. მე-11 თავი ასწავლის სტუდენტებს, რომ „ზოგადი საზოგადოება“ სინამდვილეში „ერთობების“ ჯგუფია სპეციფიკური მახასიათებლებითა და ნიშან-თვისებებით. ეს თავი მნიშვნელოვნად განახლდა და გადაკეთდა ამ გამოცემისთვის, უფრო მკვეთრი აქცენტი გაკეთდა როგორც სხვადასხვა ეთნიკური და კულტურული წარმომავლობის, ისე სხვადასხვა ასაკობრივი და ფიზიკურად უნარშეზღუდულთა აუდიტორიების ინფორმირებაზე. მე-12 თავი ხსნის, რა არის ცილისწამება, პირადი ცხოვრება და კერძოობა, საავტორო უფლებები, პლაგიატი და სავაჭრო მარკა. ასევე განხილულია იმ მარეგულირებელი სააგენტოების (მაგალითად: FTC, SEC, FCC და FDA) წესები და მარეგულირებელი ნორმები, რომლებსაც შეუძლიათ, გავლენა იქონიონ საზოგადოებასთან ურთიერთობის მასალების შინაარსზე. ინტერნეტის სწრაფი განვითრების კვალდაკვალ მე-13 თავი საფუძვლიანად განახლდა და მოიცვა აუდიტორიის „სოციალური მედიის“ მეშვეობით ინფორმირების საკითხი, ასევე ბლოგები, პოდკასტები, ვებკასტები, ახალი ამბების ონლაინრედაქციები და სხვა ინტერნეტული მოვლენები, მაგალითად, YouTube, Facebook, MySpace და სხვები.
მეტის ნახვა
კატეგორიები
წიგნის მახასიათებლები