ვისწავლოთ სვანური
რეიტინგი
4.4 / 5
ნახვა
5521
ყველა პაკეტი
წიგნის შესახებ
ავტორი
მედეა საღლიანი
გამომცემლობა
არტანუჯი
წიგნის ფორმატი
ხმოვანი
ანოტაცია
„ქართველები მდიდარი ხალხი ვართ. ამ სიმდიდრის უპირველესი ნიშანი მრავალფეროვნებაა, ყველგან რომ ვლინდება: ნაირგვარ გეოგრაფიულ გარემოსა თუ კონტრასტულ კლიმატურ ზოლებში, მადისაღმძვრელ კერძებსა თუ მრავალხმიან სიმღერებში, ხალხურ არქიტექტურასა თუ ტრადიციულ მეურნეობაში, ხასიათის თავისებურებებსა თუ ენა-დიალექტებში... ქართველურ ენათა კვლევის საქმეს დიდი ისტორია აქვს და ამისთვის რამდენიმე თაობის არაერთ მეცნიერს ეკუთვნის ქებათა ქება. თუმცა, მეორე მხრივ, თანამედროვე ყოფამ და ცივილიზაციამ, სხვა, ათასობით მცირე ენის მსგავსად, დიდი საფრთხის წინაშე დააყენა მეგრულ-ლაზური და სვანურიც. რაც დრო გადის, სულ უფრო და უფრო ნაკლები ადამიანი საუბრობს ამ ენებზე, განსაკუთრებით – ბავშვები და ახალგაზრდები. გამომცემლობა „არტანუჯმა“ გადაწყვიტა, თავისი წვლილი შეიტანოს ქართველური ენების პოპულარიზაციის საქმეში. ვისაც სვანური ენის შესწავლა სურს, საუკეთესო გამოსავალს ვთავაზობთ. წიგნი და მისი აუდიო ვერსია უდიდეს დახმარებას გაუწევს თითოეულ ასეთ დაინტერესებულ ადამიანს.“ – ბუბა კუდავა
მეტის ნახვა
კატეგორიები
წიგნის მახასიათებლები