კარგი ბოსი ცუდი ბოსი
რეიტინგი
4 / 5
ნახვა
2737
ყველა პაკეტი
წიგნის შესახებ
ავტორი
რობერტ ი. სატონი
გამომცემლობა
პალიტრა L
წიგნის ფორმატი
ხმოვანი
ანოტაცია
ადამიანები სამსახურს უფრო ხშირად არა საქმიანობის, არამედ ცუდი ბოსის გამო ტოვებენ. ცუდ ბოსს შეუძლია, კარგი ნამუშევარი უბადრუკობად, ხოლო სამსახური ჯოჯოხეთად აქციოს. გარდა ამისა, უხიაგმა ხელმძღვანელმა კომპანიას შესაძლოა ტონობით ფული დააკარგვინოს... თუ ბოსი ხარ და გაინტერესებს, როგორ აკეთო შენი საქმე ისე, რომ მსგავსი რამ არ დაგემართოს, რობერტ სატონის ”კარგი ბოსი, ცუდი ბოსი“ საუკეთესო სამსახურს გაგიწევს. პროფესორი რობერტ სატონი ათწლეულების განმავლობაში დაგროვილ ფსიქოლოგიურ თუ მენეჯერულ კვლევებსა და კონკრეტულ მაგალითებზე დაყრდნობით გვიყვება, როგორ შეიძლება გახდე კომპანიისთვის ეფექტური ხელმძღვანელი და, ამასთანავე, ხელქვეითების სიყვარულიც მოიპოვო. ავტორის მიერ გადმოცემული ცოცხალი, ხშირად იუმორით გაზავებული ამბები მოწმობს, რომ ადამიანები ეძებენ არა უბრალოდ სამუშაო ადგილს, სადაც შეიძლება ”თბილად მოკალათდე“, არამედ სიხარულის მომტან შემოქმედებით საქმიანობას, რომლის უპირველესი განმსაზღვრელი ადამიანური ღირსებებით შემკული საუკეთესო ბოსი, ნამდვილი ლიდერია.
მეტის ნახვა
კატეგორიები
წიგნის მახასიათებლები