ქართული ანბანი

რეიტინგი

5 / 5

ნახვა

6364

შეიძინე პაკეტი

7500-ზე მეტი წიგნი პაკეტში
ყველა პაკეტი

წიგნის შესახებ

გამომცემლობა

Irbach

წიგნის ფორმატი

ტექსტური

ანოტაცია

ანბანური სისტემის წარმოშობა განპირობებულია დამწერლობის განვითარების წინარე ეტაპებით, ესენი არიან: ხაზოვან მარცვლოვანი და ცნებათდამწერლობითი ანუ ხატოვან იეროგლიფური დამწერლობები. პალეოგრაფიული ტრადიციის თანახმად ივანე ჯავახიშვილი აღნიშნავს: ,,თავდაპირველად იქაც სადაც ხაზოვან მარცვლოვანი იყო მიღებული, მას ხატოვანი დამწერლობა უძღოდა წინ და ხაზოვანი დამწერლობა მხოლოდ ხატოვანის სქემატურად გამარტივებულ განვითარებას წარმოადგენს“. ეს გარემოება შეინიშნება დამწერლობის განვითარების პროცესზე დაკვირვებისას კერძოდ, ,,სქემატური გამარტივების“ გზით, მხედველობითი აღქმის შეზღუდვა იწვევს აღქმის სმენითი კატეგორიის პროგრესიას, რაც საგულისხმოა ზოგადად კულტურის ანთროპოლოგიისთვის. იეროგლიფურსა და ანბანურ დამწერლობებს შორის, ხაზოვან მარცვლოვანი დამწერლობის არსებობა არის ლოგიკური ადგილი სამეტყველო აპარატის ფუნქციურ თავისებურებებზე დაკვირვებისთვის, ლინგვისტური მასალის დამუშავებისა და შესწავლისთვის. დამწერლობაში, აღქმის მხედველობითი კატეგორიიდან აღქმის სმენით კატეგორიაზე გადასვლის მაგალითი, მოცემულია ქართულ ანბანურ სისტემაში (ბერძნულის მსგავსად), სადაც რიცხვითი შესატყვისებისა და საზომ-საწონი ერთეულების ჩაწერა ხდება ფონეტიკურად. ანბანში რიცხვის, საზომ-საწონი ერთეულისა და ბგერის ასო-ნიშანთან შეთავსება, თავდაპირველი ეტალონური ორნამენტის არსებობას მიუთითებს.წარმოდგენილი პროექტი არის ხსენებული ორნამენტის დადასტურების მცდელობა და ფონეტიკური ანალიზის დისტრიბუციულ საფუძველზე დაყრდნობით, საერთოა ყველა ანბანური დამწერლობის მქონე ენებისთვის. წიგნი ეძღვნება: ივანე ჯავახიშვილის, აკაკი შანიძის, პავლე ინგოროყვას და ლადო გრიგოლიას ხსოვნას.

მეტის ნახვა

წიგნის მახასიათებლები

გამომცემლობაIrbach
გამოცემის წელი2015

ხმოვანი წიგნები