ზვიად გამსახურდია: პოლიტიკა, მეცნიერება, ლიტერატურა
რეიტინგი
4 / 5
ნახვა
7441
ყველა პაკეტი
წიგნის შესახებ
ავტორი
ავტორთა კრებული
გამომცემლობა
არტანუჯი
წიგნის ფორმატი
ტექსტური
ანოტაცია
უახლესი ისტორიის ცენტრისა და გამომცემლობა "არტანუჯის" ერთობლივი პროექტი. ამ წიგნში თავმოყრილია ზვიად გამსახურდიას დაბადებიდან 80 წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენციის მასალები; გამოცემის თემატიკა მრავალფეროვანია და შეეხება საქართველოს პირველი პრეზიდენტის პოლიტიკური, სამეცნიერო და ლიტერატურული მოღვაწეობის თითქმის ყველა სფეროს. კრებულში შესულ ნაშრომებში ზვიად გამსახურდიას მოღვაწეობა განხილულია ქართული იდენტობის ისტორიის კონტექსტში; წარმოჩენილია მისი დისიდენტური საქმიანობის ისეთი ეპიზოდი, როგორიცაა ალექსანდრ სოლჟენიცინის აკრძალული წიგნის – „არქიპელაგ გულაგის“ არალეგალური გავრცელება საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ; ზვიად გამსახურდიასა და მისი პოლიტიკური გუნდის მიერ საქართველოს გასაბჭოების შემდეგ ჩატარებულ პირველ მრავალპარტიულ არჩევნებში გამარჯვებისა და ეროვნული ხელისუფლების მიერ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისკენ მიმავალი ევოლუციური, მშვიდობიანი გზა; პუბლიკაციები ეხება ზვიად გამსახურდიას საშინაო (ცხინვალის რეგიონი და ეთნიკურად ოს მოსახლეობასთან ურთიერთობის თემა, აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების საკითხები) და საგარეო პოლიტიკის (ურთიერთობები აშშ-სთან, ბალტიისპირეთის სახელმწიფოებთან და ვატიკანთან) მნიშვნელოვან მიმართულებებს. წიგნის მეორე ნაწილში განხილულია ზვიად გამსახურდიას თეორიულ- ლიტერატურული და ენობრივი შეხედულებები, გაანალიზებულია მისი პოეზიისა და იგავების მხატვრული თავისებურებები, წარმოჩენილია მისი რუსთველოლოგიური ღვაწლი, ზვიად გამსახურდიას კავკასიური იდეა და სხვ.
მეტის ნახვა
კატეგორიები
წიგნის მახასიათებლები