მოგონებები ვაჟა-ფშაველაზე
რეიტინგი
5 / 5
ნახვა
12244
ყველა პაკეტი
წიგნის შესახებ
ავტორი
ავტორთა კრებული
გამომცემლობა
გამომცემლობა ვანგოგენი
წიგნის ფორმატი
ტექსტური
ანოტაცია
„ვაჟამ უფრო ააფორიაქა ადამიანის სული, ვიდრე დააწყნარა. მისი გუნება ისევეა აწყვეტილი, როგორც მისი პოეტური ტემპერამენტი” - ასე აღწერენ ვაჟას მისი თანამედროვენი, ფშაველ კაცს, იმ გვარისა და მთების შვილს, „სადაც ყანწში ხანჯლით ვერცხლის ჩათლა უფრო სარწმუნოა, ვიდრე ზიარება“. „მაღაროს-კარია. დუქნები აყეფებულან. ფშავლები ღრეობენ. როს დაინახეს პატარძლის ამალა, ერთმა ფშაველმა მეორეს ლექსი შეუმღერა. ვნებიან სიტყვით გაჰკაწრეს „დედოფლის“ კდემა, ეს იყო ფშაური ხუმრობა. ვაჟა ცხენიდან მოსწყდება ამის გამგონე. შეეჭრება დუქანში „ჭკვა დაუმჯდარ“ მათრევლებს. იძრობს რევოლვერს, მაგრამ ისევ ჯიბეში იდებს, რადგან მოწინააღმდეგე ხანჯლით აპირებს შებმას. ხანჯალს ხანჯალი უნდა დახვდეს. ვაჟა უხანჯლოა. სტაცებს იქვე ვიღაცას ხანჯალზე ხელს. ამოაძრობს სწრაფად და თავხედ ფშაველს ყურს ჩამოათლის” - ასეთია მისი ბუნება. „როცა „ივერიის“ რედაქციაში ვაჟას „გველი ჭამია“ წაიკითხეს, აღიძრა ლაპარაკი, გაგზავნილ იყო იგი საზღვარ გარეთ განსავითარებლად, ევროპიული განათლების მისაღებად. ილია ჭავჭავაძემ თურმე ხელები გაასავსავა, ვაი შენ ჩემო თავო! ეგ არ გამაგონოთ, სამუდამოდ დავკარგამთ ამ დიდის ნიჭის პატრონსა; ევროპაში ფილოსოფიას გამოეკიდება და ამ დიდებულ ჩანგს კაჩხაზე ჩამოჰკიდებსო!.. დაანებეთ თავი, იყოს ფშავეთში და განაგრძოს თავისი შემოქმედებაო. ასეც მოხდა. ვაჟას შემდეგ ილიამ თურმე სთქვა: „ჩვენ მოგონილი პოეტები ვართ, აი პოეტი ვაჟაა, რომელმაც მთელი მთა აალაპარაკა, სიპ ქვასაც კი ხმა ამოაღებინაო“. ასე ფიქრობდა ილია, აკაკის კი არ მოსწონდა მთების, ვაჟას ხმა - „მესტვირე მე ენას მიწუნებსო”, - უთქვამს შეზარხოშებულ მთის შვილს აკაკიზე...
მეტის ნახვა
კატეგორიები
წიგნის მახასიათებლები