ფრანცისკუს ლანგის 1727 წლის ტრაქტატის განაზრება სასცენო შესრულებაზე თარგმანი, ტექსტისთვის კომენტარები და ფილოლოგიურ-კრიტიკული კვლევა
რეიტინგი
5 / 5
ნახვა
230
ყველა პაკეტი
წიგნის შესახებ
ავტორი
ლევან ტატიშვილი
გამომცემლობა
კენტავრი
წიგნის ფორმატი
ტექსტური
ანოტაცია
ფრანცისკუს ლანგის ეს შრომა გათვალისწინებულია მეცნიერული კვლევისთვის, ამიტომ თარგმანის ამოცანაა, ტექსტის ლათინური დედნის რაც შეიძლება ზუსტად გადმოცემა და, ამდენად, თარგმანი მოკლებულია ყოველგვარ მხატვრულ ღირებულებას. მით უფრო, რომ ტექსტი მოკლე სახელმძღვანელოა, რომელიც უმთავრესად მიზნად ისახავს იეზუიტური სასწავლო თეატრის მოსწავლებლისთვის ან პედაგოგისთვის თეატრალური და დრამატურგიული ხელოვნების სხვადასხვა ასპექტთან დაკავშირებით რჩევების და ინსტრუქციების გადაცემას. ამ ისტორიულ-თეორიული თვალსაზრისით ეს წყარო მართლაც შეუფასებადია, თუმცა დედანი თავადაც მოკლებულია მხატვრულ ღირებულებებს და ამის გათვალისწინებითაც მით უფრო გაუმართლებელი იქნებოდა თარგმანის მხატვრულ ღირებულებაზე ზრუნვა დედანთან შესატყვისობის ხარჯზე. ხშირად, ავტორი ერთი საკითხიდან სხვა საკითხზე ხტება მოულოდნელად, ხშირია ელიფსისი, ზოგი ადგილი საკმაოდ ბუნდოვანია. ამიტომ ქართული ტექსტი თითქმის სიტყვა-სიტყვითაა გადმოტანილი ლათინურიდან, რაც შეიძლება ახლოსაა დედანთან, ხშირად ქართულის სტილისტიკის, პუნქტუაციის და სინტაქსისის უგულებელყოფის ფასადაც კი.
მეტის ნახვა
კატეგორიები
წიგნის მახასიათებლები