თანამედროვე დემოკრატიის უფლება
რეიტინგი
5 / 5
ნახვა
2699
ყველა პაკეტი
წიგნის შესახებ
ავტორი
პროფესორი იულიუს ჰაჩეკი
გამომცემლობა
ზვიად კორძაძის გამომცემლობა
წიგნის ფორმატი
ტექსტური
ანოტაცია
წინამდებარე ნაშრომი წარმოადგენს ცნობილი გერმანელი პროფესორის იულიუს ჰაჩეკის (1872-1926), ჯერ კიდევ 1919 წელს გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკაში“ გამოქვეყნებული წერილების მთელ ციკლს სახელწოდებით - „თანამედროვე დემოკრატიის უფლება“. ავტორი დემოკრატიის ყველა ფუნქციურ და მამოძრავებელ ელემენტზე საუბრობს და ამით, ერთგვარად, მკითხველისათვის ახდენს დემოკრატიის იდეის ანატომიის განსხეულებას. ნაშრომი თარგმნილია XX საუკუნის 10-იანი წლების მეორე ნახევარში ვ. მოძველის მიერ და გამოქვეყნდა ქართულ პერიოდიკაში. როგორც მთარგმნელი აღნიშნავს, ქართულად გამოქვეყნებული ნაშრომი არის ნაწილი იმ მონოგრაფიისა, რომელიც ჰაჩეკმა 1909 წელს გამოცა. კერძოდ, ეს ნაშრომი - Das Recht der Modernen Demokratie: Aus: Allgemeines Staatsrecht Auf Rechtsvergleichender grundlage, Teil 2, 1909 (Sammlung G Schen) (German Edition) - 1909 წელს გამოქვეყნდა გერმანიაში. პროფესორი ჰაჩეკი განიხილავს თანამედროვე დემოკრატიის საფუძვლებს, იმ ძირითად მექანიზმებს, რომლებსაც ეყრდნობა დემოკრატიის ქვაკუთხედი; ავტორი მსჯელობს დემოკრატიის თეორიულ გამოვლინებაზე და იმაზე, თუ როგორ რეალიზდება იგი პრაქტიკულ სივრცეში. განიხილავს უშუალო დემოკრატიის სხვადასხვა ფორმებს, მათ შორის არჩევნებს, რეფერენდუმს; ასევე, საკანონმდებლო ხელისუფლების კონტროლის მექანიზმებს, სახელისუფლო შტოებს შორის დამოკიდებულებას, უფლებებისა და თავისუფლებების ფუნქციებსა და მათ წარმოშობას, სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის არსებულ ურთიერთდამოკიდებულებას და სხვა. მეტად საინტერესოა მისი მსჯელობა საარჩევნო უფლების მამოძრავებელ ძირითად პრინციპებზე - თავისუფლებასა და თანასწორობაზე. გამოცემა განკუთვნილია იურისტების, პოლიტოლოგების, ისტორიკოსებისა და დემოკრატიის პრინციპით დაინტერესებული ფართო საზოგადოებისათვის.
მეტის ნახვა
კატეგორიები
წიგნის მახასიათებლები