კოსმოსი - სამყაროს, სიცოცხლისა და ცივილიზაციის ევოლუცია
რეიტინგი
5 / 5
ნახვა
4040
ყველა პაკეტი
წიგნის შესახებ
ავტორი
კარლ სეიგანი
გამომცემლობა
სულაკაურის გამომცემლობა
წიგნის ფორმატი
ტექსტური
ანოტაცია
როგორ წარმოიშვა სამყარო, გალაქტიკები, პლანეტები, დედამიწა, სიცოცხლე, ადამიანი? როგორ დაიბადა მეცნიერება და ანტიკურ ცივილიზაციაში ვინ დაუდო საფუძველი წმინდა მეცნიერული აზროვნების მოდელს? მარტონი ვართ თუ არა უსასრულო კოსმოსურ სივრცეში? რას გვამცნობენ კოსმოსში გაგზავნილი აპარატები თუ ექსპედიციები? – ამ კითხვებზე პასუხს სცემს კარლ სეიგანის „კოსმოსი“ – ყველა დროისა და ხალხის ძალზე პოპულარულ წიგნთა შორის ერთ-ერთი საუკეთესო, მხატვრულად საკითხავი სამეცნიერო ნაწარმოები. კარლ სეიგანი (1934-1996) ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ამერიკელი მეცნიერი, ასტრონომიისა და კოსმოსის კვლევის მეცნიერებათა დოქტორი, ასტროფიზიკოსი და მწერალი, ფიზიკის მაგისტრი, ასტრონომიისა და ასტროფიზიკის დოქტორი და გენეტიკის დარგის მკვლევარი იყო. კარლ სეიგანს ეკუთვნის 600-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი და სტატია, იყო 20-ზე მეტი წიგნის ავტორი, თანაავტორი ან რედაქტორი. სეიგანი მარტივი და გასაგები ენით გვიამბობს იმ პატარა ცისფერი პლანეტის მნიშვნელობასა და მიღწევებზე, რომლის ბინადრებიც ეს-ესაა იწყებენ სამყაროში საკუთარი დანიშნულების ძიებას და კოსმოსის უკიდეგანო ოკეანეში მოგზაურობას. ფერადი თუ შავ-თეთრი რარიტეტული ილუსტრაციებით გაჯერებულ ამ უაღრესად შთამბეჭდავ და საინტერესო წიგნში მოთხრობილია კოსმოსის თოთხმეტი მილიარდი წლის ხანგრძლივობის იმ ევოლუციური პროცესის შესახებ, რომლის შედეგადაც მატერია ცნობიერებად გარდაიქმნა; შესწავლილია ისეთი მრავალმხრივი საკითხები, როგორებიცაა ცოცხალი ორგანიზმების დაბადება, ადამიანის ტვინი, უძველესი ცივილიზაციების სამყაროსადმი დამოკიდებულება (მათ შორის, ეგვიპტური იეროგლიფები), შუა საუკუნეების ასტროფიზიკოსთა კვლევები; კოსმოსური მისიები, მზის სიკვდილი, გალაქტიკების ევოლუცია; ასევე, კაცობრიობის ისტორიის ის მამოძრავებელი ძალები თუ ინდივიდები, რომლებმაც ღვაწლი დასდეს თანამედროვე მეცნიერების ჩამოყალიბებას.
მეტის ნახვა
კატეგორიები
წიგნის მახასიათებლები