ქართული ენის გრამატიკა ზარმაცებისთვის

რეიტინგი

4.6 / 5

ნახვა

54807

შეიძინე პაკეტი

7500-ზე მეტი წიგნი პაკეტში
ყველა პაკეტი

წიგნის შესახებ

გამომცემლობა

სიესტა

წიგნის ფორმატი

ტექსტური

ანოტაცია

ვფიქრობ, წინამდებარე წიგნი - „ ქართული ენა ზარმაცებისათვის “ - გრამატიკის კურსის ადვილად ათვისებაში საკმაოდ დიდ დახმარებას გაუწევს დაინტერესებულ პირს ან, უბრალოდ, მკითხველს. მუდმივად გვესმის, რომ ქართული ენის გრამატიკა რთულია, ბავშვები (და არა მარტო ისინი) ამ საგანს ან არ, ან ვერ სწავლობენ. ამის გამო მშობლები, მასწავლებლები (მაყურებელი, მკითხველი) წუწუნებენ, ქართული არ იციანო. იქმნება უამრავი სახელმძღვანელო - კარგი, საუკეთესო, მაგრამ შედეგი თითქოს არ გვაქვს. დიდხანს ვფიქრობდი, რა შეიძლებოდა გამეკეთებინა, როგორ შემეყვარებინა მკითხველისათვის გრამატიკა ან, უბრალოდ, მორფოლოგია-სინტაქსით დამეინტერესებინა. გადავწყვიტე, მარტივი, საინტერესო (ჩემი აზრით), ყველასათვის გასაგები ენით შეგიძღვეთ და, შეძლებისდაგვარად, გაგატაროთ ქართული ენის გრამატიკის რთულ ლაბირინთში. იმედი მაქვს, ელემენტარულ ცოდნას მიიღებთ, დაინტერესდებით მაინც. ამ წიგნით მე არც „ ველოსიპედი აღმომიჩენია “ და არც ნოვატორობის პრეტენზია მაქვს. ვფიქრობ, წიგნის ასეთი სათაურიც არ გაგაღიზიანებთ. უბრალოდ, ვისაც არ სჭირდება ან ეზარება ამა თუ იმ საგნის სიღრმისეულად შესწავლა და სწრაფად და ადვილად სურს მინიმალური ინფორმაციის მიღება, ურჩევნია, ელემენტარული, მისთვის (როგორც არასპეციალისტისთვის) მარტივი და გასაგები ენით შეისწავლოს ის, რაც საჭიროების შემთხვევაში გამოადგება! ქართულ ენაზე მსგავსი ფორმატის წიგნი ჯერ არ შედგენილა, ამიტომ, ბუნებრივია, ის დაზღვეული არ იქნება შეცდომებისგან. გთხოვთ, შენიშვნები, მოსაზრებები შემატყობინოთ, მომწეროთ. ყველა საქმიან შენიშვნას მივიღებ და გავიზიარებ. რამ გადამაწყვეტინა ასეთი ფორმატის წიგნის შედგენა? - ინტერნეტსივრცემ. ბლოგზე პერიოდულად ვაქვეყნებ პოსტებს ქართული ენის შესახებ მარტივი ენით და მოკლედ. დაინტერესება და გამოხმაურება საკმაოდ დიდია. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე, ეს მასალა წიგნის ფორმატში წარმომედგინა. წიგნი დაყოფილია რამდენიმე კარად, თითოეულ მათგანში მოკლედ არის გადმოცემული ფონეტიკის, მორფოლოგიის, სინტაქსის, პუნქტუაციის, სტილისტიკის საკითხები.

მეტის ნახვა

წიგნის მახასიათებლები

ISBN978-9941-443-50-3
გამომცემლობასიესტა
გვერდები202
გამოცემის წელი2015