საზოგადოებასთან ურთიერთობა: სტრატეგია და ტაქტიკა ნაწილი I - როლი
რეიტინგი
4.8 / 5
ნახვა
26371
ყველა პაკეტი
ანოტაცია
ბოლო დროის ყველაზე გახმაურებული პიარ სახელმძღავნელო, რომელსაც ანალოგი არ აქვს ქართულ ენაზე! ელ.წიგნი დაყოფილია ხუთ ნაწილად. ის ეხმარება სტუდენტებს ჩასწვდნენ ძირითად ცნებებს, სტრატეგიებსა და ტაქტიკას, რომლებიც საზოგადოებასთან თანამედროვე ურთიერთობაში გამოიყენება. მეცნიერულ მეთოდებზე დაფუძნებული ეს გამოცემა განსაკუთრებულ ყურადღებას აპყრობს ახალი ტექნოლოგიებისა და ახალი მედიის შემოქმედებითად გამოყენებას. წიგნის პირველი ნაწილი საფუძველს უქმნის სტუდენტს საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროს შესახებ, როგორც ყველგან შეღწევადი, დღევანდელ საზოგადოებასა და გლობალურ ეკონომიკაში საქმიანობის სრულად განვითარებული დარგისა. იგი მწყობრად განმარტავს საზოგადოებასთან ურთიერთობის ფართო ფოკუსს, ხედვას, მის საზოგადო მნიშვნელობას და იმ სამუშაო ადგილის პირობებს, რომელშიც საზოგადოებასთან ურთიერთობის პრაქტიკას მისდევენ. 1-ლი თავი ხსნის, რა არის საზოგადოებასთან ურთიერთობა და რომ სტუდენტებმა ის ისე უნდა გაიგონ, როგორც პრობლემის გადაჭრის სისტემური პროცესი. იგი განიხილავს საზოგადოებასთან ურთიერთობის, ჟურნალისტიკის, რეკლამისა და მარკეტინგის მსაგავსებებსა და განსხვავებებს. მე-2 თავი მიმოიხილავს საზოგადოებასთან ურთიერთობის ისტორიას განვითარების ძირითადი ეპოქებისა და იმ პიროვნებების მოღვაწეობის კუთხიდანაც, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ამ სფეროს განვითარებაში. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა მეოცე საუკუნის მეორე ნახევარს, იმ გზებსა და გარემოებებს, რომლებიც საზოგადოებასთან ურთიერთობის როლსა და ფუნქციას წლიდან წლამდე ავითარებდა. ეს თავი განიხილავს ასევე საზოგადოებასთან ურთიერთობაში გამოკვეთილ ძირითად ტენდენციებს და იმ პოტენციურ პრობლემებს, რომელთა წინაშეც შეიძლება აღმოჩნდნენ საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტები შემდეგი 50 წლის განმავლობაში. მე-3 თავი სთავაზობს სტუდენტებს დღევანდელი პრაქტიკის ეთიკურ და პროფესიულ სტანდარტებს რამდენიმე პროფესიული ორგანიზაციის ქცევის კოდექსის განხილვის ფონზე. მე-4 თავი აშუქებს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტების დანიშნულებას და მათ როლს სხვადასხვა საორგანიზაციო სტრუქტურაში.
მეტის ნახვა
კატეგორიები
წიგნის მახასიათებლები