სამყარო თეატრალის თვალით (წიგნი III)
რეიტინგი
5 / 5
ნახვა
729
ყველა პაკეტი
წიგნის შესახებ
ავტორი
ნოდარ გურაბანიძე
გამომცემლობა
კენტავრი
წიგნის ფორმატი
ტექსტური
ანოტაცია
მაკა ვასაძე: „ნოდარ გურაბანიძის ესეისტური, ეტიუდური ჩანახატებისგან შემდგარი ნაწარმოები, საინტერესოდ დაწერილი რომანივით იკითხება. ბატონი ნოდარი სიტყვით აცოცხლებს, არა მარტო პერსონაჟებს, არამედ იმ გარემოსაც, სადაც ეს პერსონაჟები, სკულპტურები, ფერწერული ტილოები, სპექტაკლები, თეატრები, მუზეუმები, საკონცერტო თუ საოპერო დარბაზები არსებობენ და მოქმედებენ. სიტყვით გაცოცხლებას, დიდი ოსტატობა სჭირდება. მკითხველი აღმოაჩენს, რომ ავტორი, არა მარტო უდიდესი ერუდიციის, განათლების, ინტელექტის მქონეა, არამედ, მწერლის ნიჭით დაჯილდოვებული ადამიანია. ავტორი მკითხველს, არა მხოლოდ, დროსა და სივრცეში ამოგზაურებს, არამედ, ხატოვნად აცნობს მსოფლიოს საუკეთესო მუზეუმებს, გალერეებს, სხვადასხვა ჟანრის თუ მიმდინარეობის თეატრებს, მათ შორის ოპერისა და ბალეტის, თანამედროვე ცეკვის, საკონცერტო და შერეული ტიპის, დარბაზებს, კინოთეატრებს... ავტორთან ერთად მკითხველისათვის, ახლობელი ხდება, ქართველი თუ უცხოელი ხელოვანი: რეჟისორი, მსახიობი, მხატვარი, მოქანდაკე, ფერმწერი, ლიტერატორი, მწერალი, დრამატურგი, პოეტი“.
მეტის ნახვა
კატეგორიები
წიგნის მახასიათებლები