რუსუდან რუსთველი

რეიტინგი

5 / 5

ნახვა

666

შეიძინე პაკეტი

7500-ზე მეტი წიგნი პაკეტში
ყველა პაკეტი

წიგნის შესახებ

გამომცემლობა

NicaGor

წიგნის ფორმატი

ტექსტური

ანოტაცია

ჩვენ მიერ წარმოებული კვლევა მიზნად ისახავს თანამედროვე ინფორმატიკაში დაგროვილი გამოცდილების გამოყენებას იმ თვალსაზრისით, რომ ადამიანის მიერ ქვეცნობიერად აღქმადი მოვლენები უკეთ დაექვემდებაროს დივერსიფიცირებას, ინფორმაციულ მოდელირებას და ამ გზით გაცნობიერებას. ასეთი მიდგომა ხელშესახებ შედეგს იძლევა არა მარტო ფილოსოფიურ ინტერპრეტაციათა დახვეწის, არამედ მხატვრული და სხვა სახის ლიტერატურის აღქმის თვალსაზრისით. ავტორისეული კონცეფცია აგებულია „კომპოზიციის“ ცნების განზოგადებაზე, რაც თავის თავში მოიცავს უნივერსალური ინფორმაციული ასახვის მთავარ კანონზომიერებებს. ეს მეთოდი განსაკუთრებით ეფექტურია მაშინ, როცა საკვლევი თემის გარშემო არსებული ინფორმაცია მწირია და საიმედოობით არ გამოირჩევა. ამ გზით მოხერხდა დამწერლობამდელი ინფორმაციული სისტემის "ბორჯღალას" აღდგენა, ბიბლიური "დაბადების" გაშიფვრა და სხვა, მათ შორის "ვეფხისტყაოსნის" მხატვრული კრიპტოგრაფიის დეკოდირება. მეთოდის და კვლევის დეტალური აღწერა გამოქვეყნებულია მონოგრაფიაში - კომპოზიციური ასახვა - ბორჯღალა & “ვეფხისტყაოსანი”, რაც ხელმისაწვდომია აქ - https://www.researchgate.net. წინამდებარე გამოცემა მიზნად ისახავს აღნიშნული კვლევის იმ ნაწილის გამოქვეყნებას, სადაც გაირკვა, რომ პოემის ავტორი ყოფილა თამარ მეფის და - რუსუდან გიორგის ასული ბაგრატიონ-კომნენოსი. ასეთ რადიკალურ შედეგს სამეცნიერო საზოგადოება ბუნებრივი სკეპტიციზმით შეხვდა, თუმცა ახალი ვერსიის მამტკიცებელი არგუმენტები იმდენად მყარია, რომ შვიდი წლის განმავლობაში არავის არ გამოუთქვამს დასაბუთებული საპირისპირო აზრი. არგუმენტად არ გამოდგება, რომ ქართველოლოგებისათვის ეს შედეგი უცნობია, რადგან ჩვენ სისტემატურად ვაქვეყნებთ მიმდინარე შედეგებს. ამჯერად კი შედარებით პოპულარული გამოცემით შევეცდებით უფრო ფართო საზოგადოება დავაინტერესოთ ამ პრობლემით.

მეტის ნახვა

წიგნის მახასიათებლები

ISBN978-9941-507-00-7
გამომცემლობაNicaGor
გვერდები22
გამოცემის წელი2022