იტვირთება...

თანამედროვე სოციალური პროცესები და ქართული მედია

ოლიკო ცისკარიშვილი

952 ნახვა
5
(0 რეცენზია /2 შეფასება)
მსურს წავიკითხო
ჩემი რჩეული
6
ყიდვა
ჩუქება
ანოტაცია
მონოგრაფიული ნაშრომის - ,,თანამედროვე სოციალური პროცესები და ქართული მედია“, რედაქტორები არიან პროფესორი ირმა კეცხოველი და და ფილოლოგი ინგა გამსახურდიშვილი, რეცენზენტები კი პროფესორი რუსუდან ლორთქიფანიძე და პროფესორი ეკა თხილავა. ნაშრომი 240 გვერდს შეადგენს. მონოგრაფიაში განხილულია თანამედროვე სოციალური პროცესები საქართველოში. ამასთან ერთად მედიის როლი და გავლენა საზოგადოების ცნობიერებაზე. მონოგრაფიაში განხილულია ის ძირითადი სოციალური პროცესები, რომელთა წინაშეც დგას ქვეყანა: ეთნიკური დაპირისპირება; განსხვავებული რელიგიები, როგორც კონფლიქტის მიზეზი; იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა პრობლემა; ემიგრანტების ყოფა უცხოობაში; დემოგრაფიული კრიზისი; ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანები, სუიციდი და ა.შ. ამ სოციალურ პრობლემებთან ერთად პრობლემაა ნარკომანია, აივ/შიდსი, c ჰეპატიტი. კულტურულ, სოციალურ-ეკონომიკურ და პო¬ლიტიკურ ურთიერთობათა კონტექსტთანაა დაკავშირებული გენდერული ძალადობაც. გამოკვლეულია გარემოს დაცვას, ტყის, წყლისა და ბუნებრივი რესურსების მოვლას, ნარჩენებს, გლობალურ დათბობას და ამ ფონზე მომატებული სტიქიური უბედურებების საკითხებიც. ზემოთ ჩამოთვლილ საკითხთან ერთად საქართველოს მოსახლეობისთვის უდიდეს პრობლემად მაინც განათლება და არაკვალიფიციური კადრები რჩება. საქართველოში სოციალური ფონის შესასწავლად ექსპედიციები განახორციელდა ქვეყნის თითქმის ყველა რეგიონში. თანამედროვე მედია გავლენას ახდენს საზოგადოების დღის წესრიგზეც, გავლენას ახდენს თითოეული ინდივიდის განწყობასა და ცხოვრების სტილზეც კი. იმისათვის, რომ ქართულმა მედიამ იმუშაოს ჟურნალისტური სტანდარტების დაცვაზე, იყოს ორიენტირებული პრობლემების მოგვარებაზე, სიმართლისა და ობიექტურობის კუთხით უამრავი სა¬მუშაოა. ამისათვის კი უნივერსიტეტებში, ჟურნალისტიკის მიმართულებით, კარგი იქნებოდა, ისწავლებოდეს დარგობრივი მიმართულების საგნები და ტარდებოდეს პრაქტიკული დანიშნულების ლექცია-სემინარები.
ვრცლად
რეკომენდებული ელ. წიგნები
დაწვრილებით ელ. წიგნის შესახებ
სათაური: „თანამედროვე სოციალური პროცესები და ქართული მედია“ თავიდანვე მიგვანიშნებს ავტორის კვლევის ამოსავალ წერტილსა და მიზანზე. ეს არის საქართველოში დღეს არსებული უმწვავესი სოციალური პრობლემებისა და მასთან დაკავშირებული თანამედროვე ქართული მედიასივრცის მიერ გაშუქების ტენდენციების კვლევა. თემა იმდენად აქტუალურია, რამდენადაც სწორედ უმძიმესი საჭირბოროტო პრობლემებით არის დატვირთული დღევანდელი საქართველო. სწორედ, თემის აქტუალობა აღძრავს ინტერესს, რამდენად სიღრმისეულად აქვს ამ პრობლემების პრიზმიდან დისერტანტს დანახული მედია, რამდენად სრულყოფილად ხედავს და აანალიზებს იმ კვლევის შედეგებს, რომელიც ხანგრძლივი და მეტად შრომატევადი გარჯით მოუპოვებია. ქალბატონი ოლღა პრაქტიკულ მაგალითებზე მსჯელობისას თეორიულ ჩანარჩებსაც გვთავაზობს ცნობილი ფილოსოფოსების, ფსიქოლოგების, სოციოლოგების მოხმობით (ლიტერატურის მიმოხილვაში სრულყოფილად და ვრცლად აქვს დასაბუთებული მათი ნაშრომების კონკრეტული კვლევისთვის გამოყენების მნიშვნელობა) არც არის გასაკვირი. მედიაპუბლიცისტიკა, როგორც საზოგადოებასთან ურთიერთობის ერთ-ერთი უმძლავრესი იარაღი, შესაბამისი, სოციალურ, ფილოსოფიურ, ფსიქოლოგიური წანამძღვრებისა თუ მსოფლმხედველობის გარეშე ვერ შეძლებს ეროვნული ინტერესების პრიორიტეტების დასაბუთებას. ნაშრომს აქვს როგორც პრაქტიკული ღირებულება, ასევე თეორიულიც. რაც ერთი მხრივ, შეიძლება ამართლებდეს კიდეც ამ თეორიული ციტატების სიმრავლეს. ავტორი, უპირველესად, გამოწვლილვით იკვლევს, რა სოციალური პრობლემების წინაშე დგას დღეს საქართველოს მოსახლეობა (აქ იგულისხმება მთა, ბარი, ოკუპირებული ტერიტორიები) ავტორის სასარგებლოდ უნდა ითქვას, რომ მან შეძლო აფხაზეთშიც ჩაეტარებინა კვლევა. აქ შეიძლება დაიბადოს კითხვა: პრობლემები ხომ ხელისგულზე დევს და რა კვლევა სჭირდებოდაო, დიახ, არის ლეგიტიმური ეს ე.წ. კონტრშეკითხვა, მაგრამ საქმე ის არის, რომ ავტორი არ კმაყოფილდება მხოლოდ უმწვავესი სოციალური პრობლემების ჩამოთვლით. რაც ერთობ მრავლად აქვს კიდეც აღნუსხული. მას აინტერესებს და იკვლევს იმ დეტალებს, რომლებიც ხილულად თუ არახილულად არსებობს ჩვენს სოციალურ გარემოში და იწვევს იმ შედეგებს, რომელიც განაწყობს სუბიექტს შესაძლო ქცევისთვის. ავტორმა იცის, რომ ადამიანს შეუძლია გააცნობიეროს განწყობის შინაარსი და იმ ქცევის ღირებულება, რომელიც მის საფუძველზე მომავალში უნდა განხორციელდეს. ამიტომაც უკავშირდება მისი კვლევის ამოსავალი წერტილი, დიმიტრი უზნაძის განწყობის თეორიას და მიჰყვება კიდეც დებულებას: „ნებისმიერ ქცევას განწყობა უდევს საფუძვლად და ეს განწყობა გადამწყვეტ მომენტში იჩენს თავს.“ სწორედ აქედან გამომდინარე, კვლევების შედეგებმა დაარწმუნა ავტორი იმაში, რომ თანამედროვე მედიაში გაშუქებული პრობლემები, ქმნის საზოგადოებრივ განწყობასაც და დღის წესრიგსაც. დისერტანტი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სოციოლოგიამ არ უნდა დაიკავოს არც მორალისტის და არც მსაჯულის პოზიცია. პუბლიკაციები მხოლოდ პრობლემების სიმრავლესა და სტატისტიკის რაოდენობრიობით, სიუჟეტების სიმძაფრისა და აგრესიით მიწოდებაზე კი არ უნდა დაიხარჯოს, არამედ გამოსავლის ძიებასა და გადაჭრის გზების ძიებაზე. ავტორი სასარგებლოდ უნდა ითქვას, რომ იგი იკვლევს, როგორი მედიაპროდუქტი სურს ქართველ აუდიტორიას და დაასკვნის, რომ თავისთავად ფაქტი კი არ ახდენს გავლენას ხალხის წარმოსახვაზე, არამედ ის, თუ რა სახით ვრცელდება და მიეწოდება ისინი ბრბოს, მასას, აუდიტორიას. საქართველოში, კი შელახული იმისჯის მიუხედავად, მედია ავტორიტეტია. ნაშრომი უაღრესად საინტერესოა იმ კუთხითაც, რომ კვლევაში ძირითადად მონაწილეობდა ავტორი, რომელმაც შეიძლება ითქვას, ფეხით მოიარა საქართველოს ყველა კუთხე-კუნჭული. სოციოლოგიური კვლევა ჩატარებული აქვს ანკეტა-ინტერვიუს მეთოდით და როგორც აღვნიშნე ოკუპირებულ ტერიტორიაზე. არაერთი ფაქტობრივი მასალის განხილვით ავტორი დაასკვნის, რომ ჯერჯერობით ისევ თვალშისაცემია ქართულ მედიასაშუალებებში ჟურნალისტთა არაპროფესიონალიზმი, ჟურნალისტური ეთიკის უგულვებელყოფა, ადამიანის ფაქტორისა და სახელმწიფო ინტერესების იგნორირება და მოვლენების დამქირავებელთა ინტერესმორგებული გაშუქება. პრობლემათა სიმრავლეს საფუძვლად აქვს სკანდალი, ინტრიგა, აგრესია, სიძულვილის ენა. თითქმის არ დაიძებნება პრობლემების მოგვარების გზებზე სჯა-ბაასი დატვირთული პუბლიკაციები. ქალბატონი ოლღა ამბობს, რომ პირადი მაგალითით დარწმუნდა, (როცა კვლევის პერიოდში სხვადასხვა მედიასივრცეში გააშუქა ზოგიერთი საკითხი), პრობლემის პროფესიულ დონეზე წარმოჩენითა და გაშუქებით შედეგი დგება. (ამის მაგალითები მოყვანილია ნაშრომში). კვლევის დამსახურებაა ისიც, რომ ბევრი რეგიონი, განსაკუთრებით მაღალმთიანი სოფლები მოკლებულია ინფორმაციას და, რაც მეტად სამწუხაროა, 12 576 ადამიანმა არ იცის წერა-კითხვა, აქედან დაახლოებით 9 ათასი 10-დან 20 წლამდეა. საგანგაშოა, ასევე ეთნიკურად არაქართველ მოსახლეობაში სახელმწიფო ენის ფლობის სტატისტიკაც. კვლევის შედეგების განზოგადებისას ავტორი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ საზოგადოების უმეტესობა მოკლებულია კრიტიკულ აზროვნებას და მედიის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას იღებს, როგორც საბოლოო ჭეშმარიტებას, განსაკუთრებით უძნელდებათ ტყუილ-მართლის გარჩევა, როცა არ არის გამიჯნული ფაქტი და მოსაზრება, რასაც არცთუ იშვიათად მიმართავენ თანამედროვე რეპორტიორები.
ელ. წიგნის მახასიათებლები
ISBN - 13:
978-9941-8-2583-5
სათაური:
თანამედროვე სოციალური პროცესები და ქართული მედია
გამომცემელი:
გამოცემის თარიღი:
2020
გვერდები:
240
კატეგორია:
სახელმძღვანელო
ნახვები:
952
რეიტინგი:
5
მკითხველთა რეცენზია
საშუალო შეფასება
(2) რეცენზია
5
რეიტინგის განაწილება
  • 5
    [2]
  • 4
    [0]
  • 3
    [0]
  • 2
    [0]
  • 1
    [0]