იტვირთება...

ამბავი მეფის სახლისა

პაპა ხევისპირელი

923 ნახვა
5
(0 რეცენზია /1 შეფასება)
მსურს წავიკითხო
ჩემი რჩეული
10.6
ყიდვა
ჩუქება
ანოტაცია
თამარი არ ყოფილა ძლევამოსილი მეფის ნებიერა ასული. არცა უფლისწულთა დითირამბების ტფრიალი, უზრუნველი ქალი. არცა მიწას მოწყვეტილი კოშკის მზეთუნახავი, არცა თავგადასავლების მაძიებელი, კაპრიზებს აყოლილი, თავნება ამორძალი. არცა თავის თავზე უზომოდ შეყვარებული ნარცისი, ქალღმერთი. არცა ძვირფასი თვალ-მარგალიტით დაბრმავებული, დიდების მაძიებელი მემკვიდრე, არცა ქალურ სისუსტეს ამოფარებული სასტიკი ქმნილება, არცა გამოუცდელი, ძლიერთა ამა ქვეყნისათა ძალას დანებებული მარიონეტი, მეფე თამარის აუგი, ვითა სახელი კარის პოეტთა და მეხოტბეთა დითირამბების მძებნელისა, ცრუ ხოტბა ხელია სასახლეს მოხვედრილი, სახელის მაძებარი კაცისა, კარის პოეტის ხმა ჰგავს სასახლის ხმასა. ხმა ვერ დასძლევს ასპარეზსა. უიმედოდ შეყვარებული პოეტის ხმა, ჰგავს მზეს მომზირალი კაცის თვალსა. უგულო ხელი, სურნელს შეზავებული ლიტონი სიტყვა, ვერ უძლებს ულმობელ ასპარეზსა. დროსთან ჭიდილი ამარცხებს უსულო სილამაზესა, ამარცხებს უგულო სიტყვასა. გულიდან ამოსული, მართალი გრძნობაა დაუძლეველი. უმკლავდება დროის განსაცდელსა. დიდია ხმა გულისა. ბევრად დიდია ფასი კაცის სიტყვისა. დროთა ასპარეზი გაზრდის სურნელსა. ჩვენივე უმადურობით ხელმწიფის კარის პოეტი დავარქვით რუსთველსა. ვაკადრეთ აუგი მეფესა, ვითა სახელი კარის პოეტთა უსულო ქებათა მოტრფიალისა. შოთა არ ყოფილა უიმედოდ შეყვარებული, თვალი მზეს მოცქირალი კაცისა. არცა უსულო დითირამბები უკადრია კაცსა, ხოტბა შეასხა თავისივე გულის სწორსა, თავისივე მიწიერ სიყვარულსა. მისი ხმა გულიდან ამოსული ჰანგია. პოეტის ხმა ზარია ჭაპანის წამღები ხარისა. პოეტი ხარია სამეფო უღელისა, პატრონი სახლისა. დიდია ხმა დიდი ასპარეზისა. სულ სხვაა ხმა ქვეყნის ტკივილით გულდამძიმებული, მდუმარე ხარისა. სულ სხვაა ხელი ხალხის ჭირ-ვარამის მოზიარე კაცისა. სულ სხვაა ეშხი, ღირსება, ხალხის პატრონი მეფე ქალისა. ძნელია ხვედრი რჩეულისა. ბრმანი ართმევენ უფლებას ნაკლისა. მეფე თამარი ნაყოფია მშობლიურ მიწას ამოსული ნერგისა. თავისივე დაფარული, გამხელილი ტკივილისა და სიხარულის მატარებელი, ზეციურ გზას მიმავალი უდრეკი ქალი. ტოლია მთების პატრონი ზაქისა. თავისივე ღვაწლით ამაღლებული. გმირია პოეტის ნატიფი ხელით ჩვენამდე მოტანილი ამბისა. შოთა ღირსია მეფე თამარის სიყვარულისა. მეფემ იპოვა კაცი, დაიმსახურა ვეფხისტყაოსანი.
ვრცლად
რეკომენდებული ელ. წიგნები
დაწვრილებით ელ. წიგნის შესახებ
წიგნი, ვითა მონათხრობი მეფისა,შეუნახია მისივე ხარსა, რუსთველსა. თაღოვან, იგივე კამარა, ხიდებს ხალხი თამარის სახელით იცნობს. თამარის ხიდი იგივე თაღოვანი ხიდია. ლეგენდა ამბობს: ხალხმა თამარის სიყვარულით შეარქვა ხიდებსო. ხიდების აგების დრო განსხვავებულია. ერთმანეთს დაშორებული. ძნელად დასაჯერია ყველგან ერთი სახელი შეერჩია ხალხსა. მით უმეტეს, აგების ტრადიცია ბევრად ძველია. ხალხი თამარის ხიდის სახელით იცნობს. ბევრად სარწმუნოა ზრუნვა ფარული ხელისა. ზრუნვა სახელის დამკვიდრებისა. ხარკი ხარის ხელისა. ახალი გზა-ყვარყვარეს ვუთხარი:მინდა დიდ ვაჭართათვის საქარავნე გზა ავაგო. მჭირდება შენი მიწა და ორი ხიდი. ქარავანი ჩემგან შენთან მოვა თქო. მომისმინა. ვერ დაიჯერა. უარი მითხრა. მერე ვუთხარი: მომეცი შენივე მიწა. მდინარიდან მთამდე. გზას გავიყვან. ხიდებს ავაგებ თქო. უარსა იყო. ვერ დაგითმობო. ვუთხარი გადავიხდი მიწის საფასურსა. გზა გაიყვანე თქო. ვიფიქრებო. მერე შემომითვალა:თანახმა ვარო. არაფერი გამაჩნდა. დიდხანს ვიფიქრე. თამარის ნაჩუქარი სამაჯური მივეცი. უმისოდ არ დამითმო. ჩემი გული და სული მიჰყვა თამარის სახსოვარსა. შევუთვალე ჩემივე ძმასა. აბუსერსა. ჩუმად მოვალ ცივსა. საცა გზა ჩადის ზღვასა. ვუთხარი:მანამ გეტყოდი მდინარით ჩავედი ზღვასა. მინდა არსიანის გზა ჩადიოდეს ზღვასა. გზა ცივიდან მიდის ხელმარცხნივ. ქვევით კინტრიშის წყალით. გადის ზღვამდე. ხიდიდან ხიდამდე გზა ქვაფენილით დავფარეთ. ზღვიდან მდინარის სათავემდე მანძილი 6. 2 ეჯია. სათავიდან არსიანამდე იგივე მანძილია. არსიანიდან ზღვამდე ამ გზით თითქმის ორჯერ ნაკლებია. დიდ ვაჭართათვის ბევრად ხელსაყრელია. გემებს კინტრიშის შესართავთან ტვირთავენ. ტვირთი ზღვიდან პატარა გემით კინტრიშის შესართავსა შედის. არსიანი-არტაანი უმოკლესა გზაა. ბევრად ადვილია მისვლა შავშეთსა. მერე ზღვასა. არსიანის ჩრდილო-აღმოსავლეთით გზა ქართლისა. დასავლით დასავლეთისა. ზღვიდან არსიანის გავლით შიდა ქართლში მისასვლელი გზა ორჯერ ნაკლებია. ხიხანის ციხე იქცა დიდი საქარავნე გზების მთავარ ციხედ. ბაკო ვაქციე ქარვასლად. იქ ისვენებდა ქარავანი. მქონდა მარაგი ჯორ-აქლემთა საკვებისა. აჭარა იქცა მთავარ საქარავნე გზად. თოვლის დროს ვაჭართათვის ავაგე მოსაცდელები. თავლები მათივე ჯორ-აქლემებისთვისა. მეფე თამარის ხელია გზებისა და სტუმართა სახლეების აგება. თვითონვე იღებდა ხარჯსა. მომიკვდა. განვიზრახე ამეგო კამარიანი ხიდები მეფის სახელითა. ჩუმად დავიწყე პირველად თაღოვანი ხიდის აგება. ღელე ჩავხერგე. დავაპირე თაღის დადება. ვერ შევძელი დასრულება. თურმე სათავეს წვიმა მოსულა. ქვემოთ მზიანი იყო. ვიდექი მაღლა. თაღსა. ვერავინ გაიგო. მოვარდა მღვრიე ტალახი. წყალი ვერ გაეტია ყელსა. ძლივს დავაღწიეთ თავი. ხიდი ჩავარდა. ხეებიანად წაიღო წყალმა. მერე თაღიან ხიდებს ბეწვის ხიდი დავარქვი. ხიდი სახლია ხეთთა ხარისა. თაღი სიმაღლე მეფის ღვაწლისა. თაღოვან ხიდებს დავარქვი სახელი მეფე თამარისა. ცხრა თაღოვანი ხიდი ავაგე ზედა და ქვედა აჭარასა. ქაჯეთის ციხის ახალ გზასა. ცხრავე ხიდის ზომას დავმალე სახელი მეფე თამარისა. „მის მთისა ძირსა წყალი დის. არად სანდომი ხიდისა“. დადგენილი ლოკაცია. ზომები ორი ხიდისა. ზომა პირველი დიდი თაღოვანი ხიდია. მეორე ხის ხიდი. ქარაგმა ლაშას ბედისა. ვითა შუაწყალს მდგომი კაცისა. ხიდითავი და შუაწყალი. თაღოვანი ხიდის ზომები: 1).თაღის 0,72(9) - (თ). 2) ისარი 2,17(10)1- (ა). 3).მალის ნახევარი იგივე რადიუსი 10,84(13)-(მ). 4). შუაწელის 32,32(10)1- (ა). 5) წყლის სიღრმე,მორევი 2,17(19)- (რ).(19) ის კაბალა (10) -(ი) თ ა მ ა რ ი
ელ. წიგნის მახასიათებლები
სათაური:
ამბავი მეფის სახლისა
გამომცემელი:
გვერდები:
226
კატეგორია:
ისტორიული
ნახვები:
923
რეიტინგი:
5
მკითხველთა რეცენზია
საშუალო შეფასება
(1) რეცენზია
5
რეიტინგის განაწილება
  • 5
    [1]
  • 4
    [0]
  • 3
    [0]
  • 2
    [0]
  • 1
    [0]