ლიტერატურული წახნაგები: ოლდოს ჰაქსლის სილუეტი

რეიტინგი

4.8 / 5

ნახვა

1717

შეიძინე პაკეტი

7500-ზე მეტი წიგნი პაკეტში
ყველა პაკეტი

წიგნის შესახებ

წიგნის ფორმატი

ხმოვანი

ანოტაცია

ლიტერატურული გადაცემა „წახნაგები“ რუბრიკით „სილუეტი“ გთავაზობთ საუბარს მეოცე საუკუნის მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენლის, ამ საუკუნის მთავარი ანტიუტოპიის, კონტრუტოპიის თუ დისტოპიის — „საოცარი ახალი სამყაროს“ ავტორზე, ჰუმანისტზე, პაციფისტზე და სატირიკოსზე, ოლდოს ლეონარდ ჰაქსლიზე. მაღალი არისტოკრატიული წარმომავლობის მწერალი ახალგაზრდობინანვე ინტერესდებოდა სულიერი საკითხებით, პარაფსიქოლოგიითა და ფილოსოფიური მისტიციზმით, კერძოდ, უნივერსალიზმით. ცხოვრების ბოლოს აღიარებული იყო თავისი დროის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ინტელექტუალად. სხვადასხვა დროს შვიდჯერ იყო წარდგენილი ნობელის პრემიაზე ლიტერატურის დარგში. როგორც მამის, ისე დედის ხაზით ჰაქსლი მიეკუთვნებოდა ბრიტანულ კულტურულ ელიტას, რომელმაც მსოფლიოს უამრავი გამოჩენილი მეცნიერი, მწერალი და მხატვარი მისცა. მამამისი – მწერალი ლეონარდ ჰაქსლი, ბაბუა მამის ხაზით – ბიოლოგი ტომას ჰენრი ჰაქსი; დედის ხაზით ჰაქსლი იყო ისტორიკოსისა და პედაგოგის, ტომას არნოლდის შვილთაშვილი და მეთიუ არნოლდის ახლო ნათესავი. 1937 წელს მეუღლე მარიასთან, შვილ მეთიუსთან და მეგობარ ჯერალდ გერდთან ერთად გადავიდა ლოს-ანჟელესში იმ იმედით, რომ კალიფორნიის კლიმატი მის გაუარესებულ მხედველობას გააუმჯობესებდა. აქ დაიწყო მისი ძირითადი შემოქმედებითი პერიოდი,რომლის თავისებურება იყო ადამიანის არსის კიდევ უფრო ღრმა განხილვა. 1938 წელს გაიცნო ჯიდდა კრიშნამურტი, რომლის გავლენითაც მიმართა სიბრძნის სხვადასხვა სწაველებებს და გაიტაცა მისტიკამ. როგორი იყო ჰაქსლისთვის „საოცარი ახალი სამყარო“, რა განსხვავებაა ალფა და ეფსილონ ადამიანებს შორის, რატომ უნდა ჩერდებოდეს დრო, რა გველოდება აღქმის კარებს მიღმა, რა კავშირია ჰაქსლისა და ჯიმი მორისონს შორის.

მეტის ნახვა

კატეგორიები

წიგნის მახასიათებლები

ISBN1
გამომცემლობარადიო თავისუფლება
გვერდები38
გამოცემის წელი2019

ხმოვანი წიგნები