ლიტერატურული წახნაგები: გიიომ აპოლინერის "ზონა"

რეიტინგი

4 / 5

ნახვა

996

შეიძინე პაკეტი

7500-ზე მეტი წიგნი პაკეტში
ყველა პაკეტი

წიგნის შესახებ

წიგნის ფორმატი

ხმოვანი

ანოტაცია

ლიტერატურული გადაცემა „წახნაგები“ რუბრიკით Exegi monumentum („ძეგლი ავაგე“) გთავაზობთ საუბარს მეოცე საუკუნის ფრანგული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენლის, პოეტის, დრამატურგის, რომანისტისა და მცირე პროზის დიდოსტატის, ფრანგული მოდერნიზმის ლიდერის, კუბიზმისა და სიურრეალიზმის ერთ-ერთი ფუძემდებლის, გიიომ აპოლინერის შედევრზე, რომელსაც ეწოდება „ზონა“. სხვათა შორის, ორივე ეს ტერმინი, „კუბიზმიცა“ და „სიურრეალიზმიც“ აპოლინერის მიერაა შექმნილი. „ზონა“, პოლონურ-ბელორუსული და, შესაძლოა, იტალიური წარმომავლობის პოეტის ეს მოზრდილი ლექსი შევიდა მის სახელგანთქმულ კრებულში „ალკოჰოლები“ და მეოცე საუკუნის მსოფლიო პოეზიის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ და პოპულარულ პოეტურ ტექსტად იქცა. ეს პოეტური კრებული მეჩვიდმეტე ნომრად შევიდა გაზეთ „მონდის“ მიერ ჩატარებულ გამოკვლევაში, რომლის მიხედვით ფრანგმა მკითხველებმა განსაზღვრეს მეოცე საუკუნის საუკეთესო წიგნების ასეული. „ზონა“ იწყებს ამ კრებულს და მას მოსდევს აპოლინერის კიდევ ერთი შედევრი, „მირაბოს ხიდი“. ლექსი 155 სტრიქონისგან შედგება, დაწერილია ვერლიბრით, თუმცა კონვენციური ლექსისგან დარჩენილი აქვს ხაზგასმით დასუსტებული რითმა. რითმების სქემა მარტივია, aabb და ა.შ. ლექსში აღწერილია პარიზში გასეირნების ერთი დღე მზის ამოსვლიდან მზის ამოსვლამდე. პარიზი ანთროპომორფულადაა წარმოდგენილი, მოცემულია გაპიროვნებათა მთელი წყება: ეიფელის კოშკი მწყემსი ქალია, რომელიც მდინარე სენაზე ცხვრებად წარმოსახულ ხიდების მწყემსი ქალიშვილია. როგორია აპოლინერის ლირიკული გმირის დამოკიდებულება მოდერნისადმი, რა არის, მისი აზრით ქრისტიანობა დღეს, რატომაა პიუს მეათე ყველაზე „თანამედროვე“ ადამიანი, რითი ეცილებიან ქრისტიანობას თანამედროვე ავიატორები, — ყველაფერ ამაზე იქნება საუბარი გადაცემაში.

მეტის ნახვა

კატეგორიები

წიგნის მახასიათებლები

ISBN1
გამომცემლობარადიო თავისუფლება
გვერდები38
გამოცემის წელი2019