ასათიანის კუთხე: ხულიო კორტასარი - "კლასობანას" ლაბირინთში

რეიტინგი

3 / 5

ნახვა

2761

შეიძინე პაკეტი

7500-ზე მეტი წიგნი პაკეტში
ყველა პაკეტი

წიგნის შესახებ

წიგნის ფორმატი

ხმოვანი

ანოტაცია

„კორტასარს ვინც არ კითხულობს, ყველა განწირულია“– ეს სიტყვები პაბლო ნერუდას ეკუთვნის. ჩილელ პოეტს, რომელსაც 1971 წელს ნობელის პრემია მიენიჭა, როგორც მაშინ ითქვა „პოეზიისათვის, რომელიც ბუნების ძალის ამოქმედებით აცოცხლებს კონტინენტის ბედისწერასა და ოცნებებს“. „ასათიანის კუთხის“ ეს ეპიზოდი ხულიო კორტასარს და მის 1963 წლის „კლასობანას“ ეძღვნება. ლიტერატურის ისტორიკოსები გვეტყვიან, რომ მარკესის „მარტოობის ას წელთან“ ერთად, „კლასობანა“ ყველაზე მნიშვნელოვანი ესპანურენოვანი რომანია, რომელიც სერვანტესის „დონ კიხოტის“ შემდეგ გამოქვეყნდა. „კლასობანა“ არის წიგნი, რომელიც ერთდროულად ბევრი წიგნია, რომლის წაკითხვაც მრავალნაირად შეიძლება და რომელიც შენთან, მკითხველთან ერთად მუდმივად იზრდება და იცვლება, რამდენჯერაც უნდა დაუბრუნდე მას. „’კლასობანა’ დავწერე იმიტომ, რომ მას ვერ ვიცეკვებდი, ვერ გადმოვაფურთხებდი, ვერ დავიყვირებდი, ვერ გამოვხატავდი რომელიმე სულიერი ან ფიზიკური აქტით, კომუნიკაციის რომელიმე არსებული მედიუმითო“, ამბობდა კორტასარი. პოდკასტის სტუმარია ილან სტავანსი, შეერთებული შტატების ამჰერსტის კოლეჯის პროფესორი, მექსიკური წარმოშობის ამერიკელი ლიტერატურის კრიტიკოსი და ესპანურენოვანი, მათ შორის ლათინური ამერიკის ლიტერატურის ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტიანი მცოდნე.სტავანსი კორტასარს პირადად იცნობდა და მისი ლიტერატურის შესახებ მრავალი პუბლიკაციის ავტორია.

მეტის ნახვა

კატეგორიები

წიგნის მახასიათებლები

ISBN1
გამომცემლობარადიო თავისუფლება
გვერდები54
გამოცემის წელი2019