ლიტერატურული წახნაგები: პერსონაჟი - ოიდიპოსი

რეიტინგი

3.9 / 5

ნახვა

5584

შეიძინე პაკეტი

7500-ზე მეტი წიგნი პაკეტში
ყველა პაკეტი

წიგნის შესახებ

წიგნის ფორმატი

ხმოვანი

ანოტაცია

ლიტერატურული გადაცემა „წახნაგები“ რუბრიკით „პერსონაჟი“ გთავაზობთ საუბარს მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთ ყველაზე უფრო უნივერსალურ პერსონაჟზე, ოიდიპოსზე. ოიდიპოსი ბევრი ლიტერატურული ნაწარმოების გმირია, ჰომეროსით დაწყებული და ევრიპიდეთი დამთავრებული, მაგრამ ყველაზე უკეთ მას სოფოკლეს ე.წ. თებეს ციკლის ტრაგედიებიდან ვიცნობთ: „ოიდიპოს მეფე“, „ოიდიპოსი კოლონისში“ და „ანტიგონე“. ჰომეროსს ორივე პოემაში ჰყავს ოიდიპოსი ნახსენები და ირკვევა, რომ მასთან ეს პერსონაჟი არც თებედან გაუძევებიათ და, რაც მთავარია, მას არც თვალები დაუთხრია. სოფოკლესეული ოიდიპოსი ამ პერსონაჟის მთავარი ვარიანტია, თვალების დათხრა კი სწორედ ამ მოვლენის უნიკალურობის გამო განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. ეს ის აქტია, რომელიც ადასტურებს, რომ ოიდიპოსი კი გაწირეს ღმერთებმა, როგორც საკუთარი სათამაშო, მაგრამ მან მაინც იპოვა გზა, რომელსაც მეცხრამეტე საუკუნეში ნიცშე ზეკაცის გზად მონათლავს – მან გაიარა მანძილი ცოდვის გზით ზეადამიანამდე და ღმერთამდე. ოიდიპოსი მოკვდა კოლონოსში როგორც ადამიანი და იმავ წამს უკვდავი ღმერთი გახდა. სხვათა შორის, სწორედ კოლონოსში დაიბადა ლიტერატურაში ოიდიპოსის უკვდავმყოფელი სოფოკლე. რატომ დაითხარა ოიდიპოსმა თვალები, რატომ არ შეაშფოთა ეს პერსონაჟი, მამისტოლა კაცი რომ ჰყავდა მოკლული და დედისტოლა ქალი ცოლად მოყვანილი, რატომ არ ისურვა კორინთოსში მეფედ დაბრუნება, რა არის მისი უნივერსალურობა – ყველაფერ ამაზე იქნება საუბარი გადაცემაში.

მეტის ნახვა

კატეგორიები

წიგნის მახასიათებლები

ISBN1
გამომცემლობარადიო თავისუფლება
გვერდები36
გამოცემის წელი2019